რუსი ტელეწამყვანი, რომელიც მუნდიალის წილისყრას გაუძღვება [PHOTO]

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა პირველ დეკემბერს მოსკოვში გაიმართება.

წილისყრის წამყვანები ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამად ტელეწამყვანი გარი ლინეკერი და რუსი სპორტული ტელეწამყვანი მარია კომანდნაია იქნებიან.

როგორ აირჩიეს კომანდნაია
ფიფა, ტრადიციულად, წამყვანებად მსოფლიოს ცნობილ მოდელებს ირჩევდა: ჰაიდი კლუმი (2006), შარლიზ ტერონი (2010), ფერნანდა ლიმა (2014).

ნოემბრის შუა რიცხვებში მარიას ფიფადან დაურეკეს და უთხრეს, რომ მას შეუძლია წილისყრის წამყვანი გახდეს. შემდეგ გოგონამ გასაუბრება გაიარა, სადაც მისი ინგლისურის დონე და ფეხბურთის ცოდნა შეამოწმეს. მომდევნო დღეს კი მარიას კონტრაქტი გაუგზავნეს და 17 ნოემბერს
გოგონამ ამის შესახებ საზოგადოებას ამცნო.

"სცენაზე გარი ლინეკერთან და ფეხბურთის სხვა ლეგენდებთან ერთად ვიქნები. დიდი მადლობა ნდობისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ", - დაწერა კომანდნაიამ.

აღსანიშნავია, რომ წილისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მარიას "ინსტაგრამს" ირანელმა ფანებმა შეუტიეს. ისინი მას ცერემონიაზე მოკრძალებულად ჩაცმას სთხოვდნენ. სხვა შემთხვევაში ირანის სახელმწიფო არხმა IRIB-მ შესაძლოა ტრანსლაცია შეწყვიტოს, თუ ქალი საკმარისად ჩაცმული არ იქნა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლამაზი ქალების მეტი რა ყავთ, უკეთესი ვერ იპოვეს???
moqalaqe
14:00 01-12-2017
0

სიახლეები პოპულარული