ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ ამის მიზეზი სექს-სკანდალი ყოფილა, რომელშიც პენანტი თავის მეუღლესთან, ელის გუდვინთან ერთად გაეხვა. წყვილი ინტიმურ ონლაინშეხვედრას აწარმოებდა, რაშიც მნახველები 6 ფუნტს იხდიდნენ.
საინტერესოა, რომ პენანტი სახეს მალავდა და მისი თავი ტატუმ გასცა, რომელიც ხელზე აქვს.
როგორც ჩანს, ერთ დროს პერსპექტიულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯერმეინ პენანტმა ვერა და ვერ მოახერხა ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალის დატოვება.