გამომყვები ცოლად? - ხელის თხოვნა საქართველო-ისრაელის მატჩზე [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველო-ისრაელის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა, გულშემატკივარმა ნიკოლოზ ხუციშვილმა შეყვარებულს, სოფი მუშკუდიანს ხელი სთხოვა.
კადრები სპორტის სასახლეში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე kiss cam-ის დროს აჩვენეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში, ოვერტაიმში ბოლო წამებზე გიორგი შერმადინის ორქულიანით დაამარცხა.