ყველაზე საშიში "მის სამყარო" ისტორიაში - ტიტული ფილიპინელმა კარატისტმა მოიგო [PHOTO]

AutoSharing Option
2018 წლის "მის სამყაროს" გამარჯვებული 24 წლის კატრიონა გრეი გახდა, რომელიც ფილიპინებზე მთავარ მოდელად ითვლება. აღსანიშნავია, რომ გრეი ჯერ კიდევ პატარაობისას იმარჯვებდა სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში.

კატრიონა ფორმას არამარტო დიეტით, არამედ ვარჯიშით ინარჩუნებს. თინეჯერობისას გრეი საბრძოლო სახეობების გულშემატკივარი იყო და 4 წელიწადში შავი ქამარიც კი დაიმსახურა.

"როცა 8 წლის ვიყავი, ძალიან მაღალი და მოუხერხებელი ვიყავი სხვა ბავშვებთან შედარებით. სკოლასი ფიზკულტურის გაკვეთილებზე ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. მძლეოსნობა, ბურთით თამაში ძალიან მიძნელდებოდა.

სხეულის მართვა მომავალმა "მის სამყარომ" ჩოი კვან-დოზე სიარულით დაიწყო. ეს სახეობა
ტაეკვანდოს კორეელმა ლეგენდამ კვან ჩჟო ჩოემ დააფუძნა.

კლასიკური დამრტყმელი ორთაბრძოლების განსხვავებით, ამ სახეობაში მეტი ყურადღება გაჭიმვებსა და სწორ მოძრაობის ეთმობა. ჩოი კვან-დო მე-20 საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა და ახლა სექციები 20-მდე ქვეყანაში აქვს.

"ბავშვობიდან ძალიან მაღალი ვიყავი, ამიტომ ორთაბრძოლებში ვარჯიშები კოორდინაციასა და მოხდენილობაში დამეხმარა. კვირაში ოთხჯერ 4 წლის განმავლობაში ვვარჯიშობდი და 4 წლის შემდეგ უკვე შავი ქამარი მქონდა. საბრძოლო ხელოვნებებმა დისციპლინა მასწავლა, სიზარმაცესთან ბრძოლა, ცივ გონებაზე ფიქრი და ჩემი შესაძლებლობების შეფასება ვისწვალე.

კატრიონა აღნიშნავს, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის გარდა, თავდაცვის ილეთების ცოდნამ მას თვითდაჯერება მისცა. ქალებს, რომლებსაც საბრძოლო ხელოვნების სწავლა სურთ, გრეი ურჩევს პირველ რიგში მუშტი სწორად შეკრან.

"დიდი თითი გარეთ უნდა იყო და მისი ბოლო სხვა თითების ქვემოთ უნდა იყოს, თუ დარტყმის დროს ის შეკრავთ მუშტს, რომ დიდი თითი შიგნით გექნება, შეიძლება ხელიც კი მოიტეხოთ", - ამბობს კატრიონი.

"მის სამყაროს" კონკურსის დროს, რომელიც ტაილანდში მიმდინარეობდა, ქალებს ფორმას ტაილანდური კრივის ინსტრუქტორების დახამრებით ინარჩუნებდნენ. კეტრიონ ყველაზე მეტად უადვილდებოდა ვარჯიშები, რასაც ვერ ვიტყვის სხვა ლამაზმანებზე.

Sportall.Ge

altუკრაინელი ლამაზმანი ძიუდოისტი, რომელსაც საქართველო მოქალაქეობას სთავაზობდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ახალგაზრდობაში მამაკაცი იყოო კესოს ბავშობის ძმაკაცია ;)
გიო
14:19 25-12-2018
0
კომენტარს გავაკეთებდი მაგრამ არ დადებთ და
ჭაღარა
00:38 21-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული