ქუჩის საფეხბურთო მოედნიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებამდე - წიგნი დიდი მერსისაიდული ოცნების შესახებ

AutoSharing Option
24 თებერვალს. 17:00 საათზე, "ვარაზის ლუდის ბაღში" (ვარაზისხევის ქ.#1) დებიუტანტი ავტორის, ნუგზარ ღვალაძის წიგნის, "მერსისაიდული დღიურის" წარდგენა გაიმართება.

წიგნი მოგვითხრობს ბიჭზე, რომლის ცხოვრების აზრიც ფეხბურთია, სათაყვანებელი გუნდი კი - "ლივერპული". ნაწარმოების წარდგენა "ლივერპული-მანჩესტერის" მატჩამდე ერთი საათით ადრე გაიმართება. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებსა და წარმდგენებს შესაძლებლობა ექნებათ, სანახაობრივ მატჩს იქვე უყურონ.

ნუგზარ ღვალაძის "მერსისაიდული დღიური" არა მარტო "ლივერპულის", არამედ, ზოგადად, ფეხბურთისა და სპორტის ქომაგებისთვისაა საინტერესო. წიგნი არის მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორია გზა უბნის საფეხბურთო მოედნიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებსა და ასობით ათასი გულშემატკივრის
ყიჟინამდე.

"მერსისაიდული დღიური" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" აღმოჩენაა.

ავტორისთვის ეს სადებიუტო წიგნია, რომელიც შეუპოვრობაზე, მიზნისკენ სწრაფვასა და ოცნების ახდენაზე მოგვითხრობს.

წიგნი მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს კი წიგნის შეძენა ადგილზეც შეეძლებათ.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/609507052805495/

alt"მერსისაიდული დღიური" - წიგნი ბიჭზე, რომლისთვისაც ცხოვრების აზრი ფეხბურთია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული