Sportall.ge-ს გათამაშების გამარჯვებული და ტელევიზორის მფლობელი ირაკლი ტერაშვილი გახდა

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მორიგი გათამაშების გამარჯვებული და ტელევიზორის მფლობელი ირაკლი ტერაშვილი გახდა.

ირაკლი "საბურთალო"-"ტორპედოს" მატჩის პროგნოზის ყველაზე მიახლოებული ვარიანტის ავტორი გახდა და გათამაშების ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა.

გათამაშება ჩვენი პარტნიორის "საბურთალოს" დახმარებით ჩატარდა.

"ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მოგებას ნამდვილად არ ველოდებოდით, ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ძალიან გახარებულები ვართ და დიდი მადლობა თქვენ", - აღნიშნა გამარჯვებულმა.

Sportall.Ge

პრიზი გათამაშების გამარჯვებულს Sportall.ge-ს რედაქტორმა თენგიზ ოყუჯავამ გადასცა.

"გვიხარია, რომ შეგვიძლია ადამიანებს, ინფორმაციის მიწოდების გარდა, სასიამოვნო სიურპრიზებიც გავუკეთოთ. მსგავსი გათამაშებები მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა თენგიზ ოყუჯავამ.

ჩვენი გათამაშებების და გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე იხილოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული