3 აპრილს 32 წლის ესეკიელ გარაიმ მადრიდის "რეალს" მატჩის 83-ე წუთზე მეორე გოლი გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.
"რეალმა" მხოლოდ კომპენსირებულ დროში ერთი ბურთი გაქვითა. გარაი ადრე "რეალში" გამოდიოდა, თუმცა ამან ყოფილი გუნდის დალაშქვრაში ხელი არ შეუშალა.
გარაის მეუღლე თამარა გორო ესპანელი ტელეწამყვანი და მოდელია. 32 წლის თამარა იმითაა ცნობილი, რომ სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს თამამ ფოტოებს.
თავად ლამაზმანის თქმით, ის შიშველ ფოტოებს იმიტომ აქვეყნებს, რომ ამით ფემინიზმს უჭერს მხარს.
ერთ-ერთ ფოტოს გორომ, სადაც ის ბუნებაში სრულიად შიშველია, მიაწერა:
ამ ფოტოს "ტვიტერში" გამოეხმაურა გარაი და დაწერა:
"არც კი ვიცოდი, რომ სახლში ასეთი განძი მყავდა".
თამარა და გარაი უკვე 6 წელია დაქორწინებულები არიან და ორი შვილი ჰყავთ.