"რეალი" "ვალენსიასთან" დამარცხდა და ატლეტიკოს 5 ქულით ქულით ჩამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 აპრილს, ლა ლიგას 30-ე ტურში "რეალი" სტუმრად "ვალენსიასთან" 1:2 დამარცხდა.

"რეალი" 57 ქულით მე-3 პოზიციაზეა, მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 5 ქულით ჩამორჩა და 6 აპრილს "ეიბარს" უმასპინძლებს.

"ვალენსია" ბოლო 17 მატჩში დაუმარცხებელია და 77 წლის წინ დამყარებული თავისი საკლუბო რეკორდი დაამხო. აღსანიშნავია, რომ "ღამურებმა" გასულ სეზონში ზედიზედ 15 შეხვედრა არ წააგო.

ვალენსია. "მესტალია. 44 274 მაყურებელი
ვალენსია - რეალი 2:1
გოლები: 1:0 გედეში (35), 2:0 გარაი (83), 2:1 ბენზემა (90+3)

ვალენსია: ნეტო, გაია, გარაი, დიაკაბი, გედეში (ჩერიშევი 73), ვასი, სოლერი (ტორესი 80), პარეხო,
კონდოგბია, როდრიგო, გამეირო (მინა 85)

რეალი: ნავასი, მარსელო, რამოსი, ვარანი, ოდრიოსოლა, კროოსი (ისკო 64), კაზემირო, ასენსიო (ბეილი 64), მოდრიჩი, ვასკესი (მ. დიასი 78), ბენზემა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული