თამამი თამარა - გარაის ცოლი სოციალურ ქსელში შიშველ ფოტოებს არ ერიდება [PHOTO]

AutoSharing Option
3 აპრილს 32 წლის ესეკიელ გარაიმ მადრიდის "რეალს" მატჩის 83-ე წუთზე მეორე გოლი გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

"რეალმა" მხოლოდ კომპენსირებულ დროში ერთი ბურთი გაქვითა. გარაი ადრე "რეალში" გამოდიოდა, თუმცა ამან ყოფილი გუნდის დალაშქვრაში ხელი არ შეუშალა.

გარაის მეუღლე თამარა გორო ესპანელი ტელეწამყვანი და მოდელია. 32 წლის თამარა იმითაა ცნობილი, რომ სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს თამამ ფოტოებს.

თავად ლამაზმანის თქმით, ის შიშველ ფოტოებს იმიტომ აქვეყნებს, რომ ამით ფემინიზმს უჭერს მხარს.

ერთ-ერთ ფოტოს გორომ, სადაც ის ბუნებაში სრულიად შიშველია, მიაწერა:

"ქალი თავისუფალია. მე შიშველი ვარ, რადგან ასე მინდა. ვშიშვლდები, რადგან ზიანს არავის ვაყენებ. შიშველი ვარ, რადგან მე სხვანაირი არ ვარ. შიშველი ვარ, რადგან თავისუფალი ვარ".

ამ ფოტოს "ტვიტერში" გამოეხმაურა გარაი და დაწერა:

"არც კი ვიცოდი, რომ სახლში ასეთი განძი მყავდა".

თამარა და გარაი უკვე 6 წელია დაქორწინებულები არიან და ორი შვილი ჰყავთ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული