ავთანდილ ხურციძის ამბავი მთელმა საქართველომ იცის: ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით 2017 წლის 8 ივნისს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, გასული წლის სექტემბერში კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"ჩაქუჩა" ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ მისი დანაშაულის მტკიცებულება არც ბრალდების მხარეს აქვს და სჯერა, რომ ამერიკულ ციხეში დიდხანს აღარ დარჩება. რატომ უწოდებს ავთანდილ ხურციძე საქართველოს მთავრობას "მოღალატეს", რამდენ კოლუმბიელს მოსცხო "ბებერი მუშტი" და როგორ "გააშავა" საპატიმრო ფერადკანიანებთან გადაღებული ფოტოთი, წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ექსკლუზივი ბრუკლინის ციხიდან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ის ხომ მართალია, რომ ჩხუბში შულაიას დასახმარებლად ჩაერთე?

- როცა "კამერაში" შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა. შულაიას ხელისგული მოჭმული ჰქონდა (ხომ გითხარით, კაციჭამიები არიან-მეთქი). დამინახეს თუ არა, ყველა ერთად დამესია.

- ორი ქართველი აღმოჩნდით თხუთმეტი კოლუმბიელის წინააღმდეგ. არავინ გეხმარებოდათ?

- ერთი მოლდოველი ბიჭი იყო, მოჭიდავე ვარო. ყურები კი ჰქონდა ხინკლის ნაოჭებივით, მაგრამ მოჭიდავე კი არა, მორბენალი ყოფილა. დანა რომ დაინახა, ერთი კი დაიძახა რუსულად, "მამაო", და ისეთი სისწრაფით გაიქცა, კინაღამ წამაქცია ჰაერის ტალღამ. ერთი თვის შემდეგ, როცა საერთო საკანში დავბრუნდი, სხვა პატიმრებმაც მოირბინეს ბოდიშებით, საშხაპეში რომ არ ვყოფილიყავით, დაგეხმარებოდითო. საშხაპეში სულ სამი განყოფილებაა და 15 კაცი ერთდროულად ბანაობდით-მეთქი? (იცინის)

იხილეთ ვრცელი ვერსია kvirispalitra.ge-ს საიტზე

Dato
dato-ს - ნუ ბოდავთ ;)
dato
გაწირა ჩვენმა მთავრობამ. იცოდნენ აქედან, რომ გაფრინდებოდა ამერიკაში დააკავებდნენ და არ გააფრთხილეს საზღვარზე. ასეთი ნაძირალა მთავრობა გვყავს
Geo_Dinamo
თუ ხარ სპორტსმენი, სპორტსმენი უნდა იყო და კრიმინალებთან საერთო არ უნდა გქონდეს. მე არ მინდა ასეთი პიროვნება როდისმე ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ გამოვიდეს. ჩემთვის ეს სპორტსმენი აღარ არის.
მოქალაქე
მინიმუმ იმდენჯერ აქვს საქართველო ნასახელები, რომ უარყოფით კომენტარებს ამდენი მოწონება არ უნდა ჰქონდეს!
Buxrika
ნეტა რა დაუწუნე ამას ფიქრის.ბევრისგან განსხვავებით კაცია და ქართველი ვაჟკაცია.გენაცვალე ავთანდილ მაგარი კაცი ხარ და დარწმუნებული ვარ მალე გამოხვალ.
სოსო
ვგულშემატკივრობ ავთოს,მაგრამ მისი აზროვნებისა,ვერაფერი გავიგე.საერთოდ ფიქრობს ნეტავი?
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს
რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]
ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
"ავთო ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" - ავთანდილ ხურციძის დედა
"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს