ზოგჯერ გასართობი და სპორტული ინდუსტრია ერთიანდება და განსხვავებული ნიჭის მქონე ადამიანებით ოჯახები იქმნება.
ჩვენ გთავაზობთ 10 ცნობილ ადამიანს, ვისი მეწყვილეც სპორტსმენია.
ახლდანიშნულები: ჯენიფერი ლოპესი და ალექს როდრიგესი
მუსიკოსი ჯენიფერ ლოპესი და ბეისბოლის ყოფილი მოთამაშე ალექს A-Rod როდრიგესი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან, მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს გაიცნეს ერთმანეთი.
როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესს ხელი ამა წლის მარტში სთხოვა ბაჰამის კუნძულებზე. ბრონქსელი ვარსკვლავიც დათანხმდა მიჯნურს.
ორივე მათგანს ჰყავს შვილები წინა ქორწინებიდან. როდრიგესს ორი ქალიშვილი
- ნატაშა და ელლა სინტია სქარტისისაგან, ხოლო ლოპესს ტყუპი - მაქსი და ემე ყოფილი ქმართან, მარკ ენტონისთან.
დუაინ უეიდი და გაბრიელე იუნიონი
კალათბურთელი და NBA-ს სამგზის ჩემპიონი დუაინ უეიდი 2007 წელს შეხვდა გაბრიელეს, რომელიც მსახიობია და სახელი გაითქვა 1999 წელს გადაღებული ფილმით - "მიაღწიე წარმატებას" (Bring it On).
წყვილი სახალხოდ პირველად 2010 წელს გამოჩნდა, თუმცა 2013 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების პერიოდში დუეინს აია მეტოიერთან ვაჟი გაუჩნდა - ხავიერი.
დუაინი და გაბრიელე 2014 წელს დაუბრუნდნენ ერთმანეთს და 2018 წელს სუროგაციის გზით ქალიშვილიც გაუჩნდათ.
უეიდს კიდევ ორი შვილი ჰყავს წინა ქორწინებიდან - ზიონი და ზაირი და ასევე, მზრუნველობის ქვეშ ჰყავს საკუთარი ბიძაშვილი.
ქერი ანდერვუდი და მაიკ ფიშერი
American Idol-ის გამარჯვებული ქერი ანდერვუდი პირველად 2008 წელს შეხვდა თავის სპორტსმენ ქმარ მაიკ ფიშერს. 2 წლის შემდეგ იქორწინეს კიდეც და ახლა ორი ვაჟი, იაკობი და ისაია ჰყავთ.
ფიშერი 18 წლის განმავლობაში თამაშობდა ჰოკეის "ოტავა სენატორზისა" და "ნეშვილ პრედატორზის" რიგებში. ანდერვუდი კი, რომელმაც უკვე "გრემი" მოიგო, მუსიკის შექმნას აგრძელებს.
წარმოშობით კანადელი ფიშერი აშშ-ის მოქალაქე მარტში გახდა.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ათწლეულებია ერთად არიან
"ელეგანტური სურნელის" (posh spise) მქონე მეტსახელით ცნობილი ვიქტორია 1999 წელს დაესწრო "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩს. წყვილმა 1999 წელს იქორწინა.
ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - ბრუკლინი, რომეო, ჰარპერი და კრუზი. ვიქტორია ამჟამად ძვირად ღირებული ტანსაცმლის ხაზის მფლობელია, ხოლო დევიდი ისევ ცნობილ პერსონად რჩება საერთაშორისო ფეხბურთში.
წყვილის ქონება, დაახლოებით, 900 მილიონ დოლარს შეადგენს.
სიერა და რასელ უილსონი წლებია ერთად არიან
ცნობილი მომღერალი სიერა და ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონი, "სიეტლს სიიჰოუკსის" მოთამაშე რასელ უილსონი წლების განმავლობაში ხვდებიან ერთმანეთს.
მათ 2015 წელს გაასაჯაროეს საკუთარი ურთიერთობა და განაცხადეს, რომ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი არ ექნებოდათ. დიდი ხანი არ უცდიათ და 2016 წელს ინგლისში იქორწინეს.
წყვილს უკვე ჰყავს შვილი, გოგონა სახელად - სიენა.
ტომ ბრეიდი და ჟიზელ ბიუნდხენი
ამერიკული ფეხბურთს 6-გზის ჩემპიონი ტომ ბრეიდი დიდი ხანია სუპერმოდელ ჟიზელთან ერთად არის.
წვილი ერთმანეთს 2006 წელს შეხვდა. 2007 წელს ტომს ვაჟი შეეძინა ყოფილ მეგობარ გოგონასთან.
ჟიზელი და ტომი 2009 წელს დაინიშნენ და იმავე წელს იქორწინეს. 2009 წელსვე გაუჩნდათ ვაჟი - ბენჟამინი, 2012 წელს კი მეორე შვილი - ვივიანი.
ჯასტინ ვერლანდერსა და ქეით აპტონს შვილი ჰყავთ
2017 წელი ბეისბოლის მოთამაშე ჯასტინ ვერლანდერისა და სუპერმოდელი ქეით აპტონისთვისაც განსაკუთრებული იყო.
ამ წელს ვერლანდერის კლუბმა "ჰიუსტონ ასტროსმა" არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო მსოფლიო სერია. ვერლანდერის გამარჯვებიდან 2 დღის შემდეგ წყვილი ერთად იყო ტოსკანაში, იტალიაში.
ამ მომენტიდან 1 წელიც არ იყო გასული, რომ წყვილს პირველი შვილი - ჟენევინი შეეძინა.
ჟერარდ პიკე და შაკირა ერთმანეთს 2010 წელს შეხვდნენ
ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი შაკირა თავის პარტნიორს, ფეხბურთელ ჟერარდ პიკეს 2010 წელს შეხვდა, როცა პიკე შაკირას კლიპში - Waka Waka (This Time for South Africa) გამოჩნდა. ეს კლიპი მადრიდში გადაიღეს.
პიკემ და მისმა გუნდმა იმ წელს მსოფლიო თასი მოიგეს.
წყვილს ახლა ორი შვილი ჰყავს, საშა და მილანი.
ჯეი ქათლერი და კრისტინ კავალარი
The Hills-ის პოპულარული წამყვანი კრისტინ კავალარი და ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშე ჯეი ქათლერი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებიან.
2011 წელს ისინი დაინიშნენ და 2013 წელს იქორწინეს. მათ ახლა სამი შვილი ჰყავთ: ქემდენი, ჯექსონი, სეილორი და ერთად ტკბილად ცხოვრობენ ნეშვილში, ტენესის შტატში.
წყვილი ხშირად გამოდის ერთად კავალარის რეალითი-შოუში - Very Cavallari.
ქერი ვაშინგტონი და ნამდი ასომუგა
"სკანდალის" ცნობილი მსახიობი ქერი ვაშინგტონი და ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშე ნამდი ასომუგა 2013 წლიდან არიან დაქორწინებულნი.
ბოლო დროს ასომუგამ გასართობ ბიზნესში გადაინაცვლა, მსახიობობს და პროდიუსერიც კი იყო Crown Heights-ის პროექტში. ვაშინგტონიც აგრძელებს მსახიობის კარიერას და მონაწილეობა მიიღო ჰულუს დრამაში - Little Fires Everywhere, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე.
წყვილს ორი შვილი ჰყავს, ქალები და იზაბელა და ასევე, ასომუგას ჰყავს ქალიშვილი წინა ქორწინებიდან.
მომზადებულია businessinsider.com-ის მიხედვით