ვინ არის ხამეს როდრიგესის ახალი მეგობარი გოგონა [PHOTO]

AutoSharing Option
კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ცოტა ხნის წინ დანიელა ოსპინას დაშორდა. თუმცა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს დიდი ხანი არ უცდია და ახალი სატრფო ჰყავს. მისი მეგობარი გოგონა შენონ დე ლიმა გახლავთ.

ლიმა ვენესუელიდან არის წარმოშობით. ის მოდელია და დაქორწინებული იყო ცნობილ პოპ-მომღერალ მარკ ენტონიზე. თუმცა შენონისთვის ეს პირველი ქორწინება არ ყოფილა ცხოვრებაში. პირველად ის ვენესუელელ მსახიობ კოკო მანუელ სოსას გაჰყვა ცოლად და 2007 წელს ვაჟიც შეეძინა.

შენონ დე ლიმა "მის სამყაროს" კონკურსზეც იღებდა მონაწილეობას,
როგორც "ვიცე-მის ვენესულა".
სამხრეთამერიკელი გოგონა 1988 წელს გახლავთ დაბადებული. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია. თავისი წინა ქმრისაგან განსხვავებით, ხამეს როდრიგესზე მაღალი არაა.

შენონ დე ლიმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს. მას რამდენიმე სარფიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული სხვადასხვა ორგანიზაციასთან. როგორც მედიაში არის გავრცელებული ინფორმაცია, შენონი არასდროს ყოფილა ორიენტირებული თავისი პარტნიორების სიმდიდრეზე. მას საკუთარი შრომით მოპოვებული ქონება აქვს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი დოლარია.

შენონი ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში. "ინსტაგრამზე" მას 1.7 მილიონი ფოლოუერი ჰყავს. ხამესისა და შენონ დე ლიმას ურთიერთობა ახლა იწყება.

მიუხედავად ამისა, წყვილი საჯაროდ გამოჩენას არ ერიდება. ფეხბურთელებისა და მოდელების რომანი უცხო არ გახლავთ. არც მრავალჯერადი ქორწინებაა უცხო ხილი სამხრეთამერიკელი ვარსკვლავებისთვის.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
"2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს" - მსოფლიო 2016-ში იყო თუ მე მეშლება რამე?? (°_°)
vermi
11:16 28-05-2019
0
როდრიგესი არც საუკეთესო ბომბარდირი ყოფილა გასულ მსოფლიოზე და არც მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარებულა 2016-ში...
არასწორი ინფო მაინც ჩაასწორეთ...
აჩი
16:11 28-05-2019
0

სიახლეები პოპულარული