"იუვენტუსი" გვძულს! - "ინტერის" ვარსკვლავის მეგობარი გოგონა მილანზეა შეყვარებული [PHOTO]

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ვარსკვლავის მეგობარ გოგონას ტურინის "იუვენტუსი" სძულს და მილანიდან არსად წასვლას არ აპირებს.

როგორც ჩანს, მილან შკრინიარი მილანში დიდი ხნით გაჩერდება.

შკრინიარი უეცრად შევარდა ევროპული ფეხბურთის ელიტაში. "ინტერში" ორი მძლავრი სეზონის შემდეგ 24 წლის მცველით გრანდები დაინტერესდნენ.

ახლა დადის ჭორები, რომ "რეალი" სერხიო რამოსის შემცვლელად სწორედ შკრინიარს განიხილავს, მაგრამ ჯერ მანჩესტერული კლუბების კონკურენციას უნდა გაუძლოს.

სლოვაკს ახალი კონტრაქტი აქვს მილანურ კლუბთან, მაგრამ გრანდებს არც ეს შეაჩერებთ, თუ მისი გადაბირება მოისურვეს.

მის მსურველთა შორის "იუვენტუსიც" იყო, თუმცა ტურინელთა შანსები ალბათ
ყველაზე ნაკლებია, რადგან ბარბორა ხრონჩეკოვას, ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ტურინში გადასვლა არ სურს.

"გვძულს "იუვენტუსი", - დაწერა მოდელმა "ინსტაგრამზე", როცა ჰკითხეს პაულო დიბალასა და "იუვენტუსის" შესახებ.

მოდელმა და ფეხბურთელმა ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როცა შკრინიარი "სამპდორიაში" გამოდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მილანს აგენტიც ჰყავს, ბევრ გადაწყვეტილებას ის ბარბორასთან შეთანხმებით იღებს.

თავად ლამაზმანი კი ფეხბურთელს ყველაფერში გვერდში უდგას და "ინტერში" სამედიცინო შემოწმების და კონტრაქტის ხელმოწერის დროს თან ახლდა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაუზასოსოს კიელინის...
ForzaJuve
16:35 26-06-2019
0

სიახლეები პოპულარული