მაკგრეგორის პროვოკატორი მწვრთნელი თავისი შეყვარებულით ტრაბახობს [PHOTO]

AutoSharing Option
კონორ მაკგრეგორის მეგობარი და მწვრთნელი დილონ დენისი თავისი მეგობარი გოგონათი ტრაბახობს.

დენისი MMA-ს მებრძოლია და ამავე დროს, ირლანდიელის მწვრთნელია.

ის ხშირად დებს სოციალურ ქსელში საკუთარი მეგობარი გოგონას ფოტოებს და ამაყობს, რომ გვერდით ასეთი ტანის მქონე ლამაზმანი ჰყავს.

მის მეგობარ გოგონას კი სავანა მონტანო ჰქვია და ინტერნეტში სახელი Vine-ის რგოლებით გაითქვა. შემდეგ კი მამასთან ერთად ვებგვერდი Disruptive Youth-ი გახსნა, სადაც მოდურ ტანსაცმელს ყიდის. მას "ინსტაგრამზე" 1.7 მლნ გამომწერი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე დილონ დენისს ნიუ-იორკის კლუბში თავს დაესხნენ.

Daily
Mail-ის ინფორმაციით, დენისი ბართან იდგა, რა დროსაც მასთან უცნობი პირი მივიდა და დაარტყა. დარტყმის შედეგად დილონი იატაკზე აღმოჩნდა, მაგრამ მალევე ადგა და გაწევ-გამოწევა დაიწყო.


დილონი საკმაოდ პროვოკაციულად იქცევა "ტვიტერზე". მაგალითად, ერთ დღეს შემდეგი დაწერა:

"გეზიზღებოდეთ, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, თქვენ არ გადანაშაულებთ - მე ხომ დაუმარცხებელი სექსსიმბოლო ვარ ამ თამაშის სათავეში. ამას დამატებული, ყველაზე ბინძური ძუკნა მყავს მსოფლიოში".

Sportall.Ge

დენისი Bellator-ში ასპარეზობს და მის ანგარიშზე ორი შეხვედრიდან ორი მოგებაა. ბოლოს მან ამერიკელ მაკს ჰამფრის მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული