ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი საქართველოშია და წყალტუბოს ეწვევა

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოში ჩამოვიდა.

რივალდო ერთ-ერთი კომპანიის დოკუმენტურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც "არენა" ჰქვია. აღსანიშნავია, რომ გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში ქართველი ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია", - განუცხადა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
უკვე წყალტუბოშია.
ბასტი
15:54 22-07-2019
1
კალაძემ რომ ჩამოიყვანა ადრე ეტყობა მაშინ შეუყვარდა :)
dato
14:42 22-07-2019
3

სიახლეები პოპულარული