ჰარი მაგუაირის ულამაზესი საცოლე, ფიზიოთერაპევტის დიპლომით [PHOTO]

AutoSharing Option
ჰარი მაგუაირი ძალიან სწრაფად გახდა ვარსკვლავი. "ლესტერმა" ჰარი მხოლოდ 2 წლის წინ შეიძინა პრემიერლიგიდან გავარდნილი "ჰალი სიტისაგან" და რამდენიმე დღის წინ კი 85 მილიონ ფუნტად გაყიდა "მანჩესტერ იუნაიტედში".

ფეხბურთელის კარიერაში გარდამტეხი მომენტი მსოფლიო ჩემპიონატი იყო. მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს პირველად დაწერეს მაგუაირის საცოლე ფერნი ჰოუკინსის შესახებ.

წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ 2011 წელს გაიცნო. მაშინ მაგუაირი "შეფილდ იუნაიტედის" ახალბედა ფეხბურთელი იყო და ინგლისის მეორე ლიგაში თამაშობდა. მას შემდეგ გოგონა ჰარისთან ერთად იყო, მის გვერდით გახლდათ კარიერის ყველა მნიშვნელოვანი მომენტში და ერთად
გაიარეს სიმაღლეებისკენ მიმავალი კიბის საფეხურები.

თუმცა, იმ მომენტისთვის, რასაც ყველა ქალი ელოდება, ფერნის საკმაო ხანი მოუწია მოცდა. მხოლოდ გასული წლის თებერვალში სთხოვა ჰარიმ ხელი გოგონას პარიზში. აპრილში წყვილს უკვე პირველი შვილი შეეძინა.

ფერნი, სტანდარტულად, ფეხბურთელის ლამაზი მეგობარი გოგონა არაა. გოგონას ფიზიოთერაპევტის დიპლომი აქვს. ამიტომაც მას შეუძლია თვითონ ადევნოს თვალყური ჰარის ფორმას და დაეხმაროს საყვარელ მამაკაცს ნებისმიერი ტრავმის დროს. ჰარის საცოლის დახმარება არც "მანჩესტერ იუნაიტედში" აწყენს.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული