ირინა ტესლიუკი - უკრაინაში საფეხბურთო კლუბის ერთადერთი ქალი მმართველი [PHOTO]

AutoSharing Option
ირინა ტესლიუკი უკრაინული საფეხბურთო კლუბის, "ვერესის" გენერალური დირექტორია და უკრაინაში საფეხბურთო კლუბის ერთადერთ ქალი მმართველია.

ირინა უკვე დიდი ხანია კლუბის მმართველობით სისტემაშია. ადრე ის კლუბის კომერციული დირექტორი იყო.

ტესლიუკმა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ვიტალი მოროზი შეცვალა.

"პირადად მე მსურს, რომ კლუბი ჩემი მენეჯმენტის დროს განვითარდეს და უკრაინის სხვა კლუბებს ბევრი სიახლე აჩვენოს: როგორ უნდა იმუშაო ფანებთან, რომ ჩვენი სტადიონები ბოლომდე სავსე იყოს; როგორ უნდა მოიზიდო სპონსორები და პარტნიორები, რომ კლუბთან ერთად იყვნენ და ჩვენთან ერთად გაიხარონ", - თქვა ტესლიუკმა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ტესლი ქალია ეს ტესლიუკი:)
Alex
09:35 18-09-2019
1

სიახლეები პოპულარული