ბეისბოლის მატჩისას მოდელებმა მკერდი მოიშიშვლეს, MLB-მ კი მათ თამაშებზე დასწრება აუკრძალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკელმა მოდელებმა ჯულია როუზმა და ლორენ სამერსმა ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს "ვაშინგტონი" და "ჰიუსტონი" ხვდებოდნენ, მკერდი მოიშიშვლეს. საპასუხო რეაქცია MLB-დან საკმაოდ მკაცრი იყო - გოგონებს გულშემატკივართა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის MLB-ის ეგით გამართულ მატჩებზე დასწრება აეკრძალათ.

აღსანიშნავია, რომ გოგონების ქცევა სატელევიზიო რეპორტაჟშიც მოხვდა და მთელმა ამერიკამ (არამხოლოდ ამერიკამ) იხილა. სასჯელის სიმკაცრეც სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა.

27 ოქტომბერს გოგონებს წერილები დაეგზავნათ, რისი საშუალებითაც ადრესატებს MLB-ს გადაწყვეტილება გააცნეს.

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი დიდად დარდობდეს მიღებული სასჯელის გამო.
პირიქით, ამ შემთხვევამ მათი პოპულარობა გაზარდა და "ინსტაგრამზე" გამომწერთა ოდენობა რამდენიმე ასეული ათასით გაიზარდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული