ამერიკელმა მოდელებმა ჯულია როუზმა და ლორენ სამერსმა ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB) მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს "ვაშინგტონი" და "ჰიუსტონი" ხვდებოდნენ, მკერდი მოიშიშვლეს. საპასუხო რეაქცია MLB-დან საკმაოდ მკაცრი იყო - გოგონებს გულშემატკივართა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის MLB-ის ეგით გამართულ მატჩებზე დასწრება აეკრძალათ.
აღსანიშნავია, რომ გოგონების ქცევა სატელევიზიო რეპორტაჟშიც მოხვდა და მთელმა ამერიკამ (არამხოლოდ ამერიკამ) იხილა. სასჯელის სიმკაცრეც სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა.
27 ოქტომბერს გოგონებს წერილები დაეგზავნათ, რისი საშუალებითაც ადრესატებს MLB-ს გადაწყვეტილება გააცნეს.
თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი დიდად დარდობდეს მიღებული სასჯელის გამო. პირიქით, ამ შემთხვევამ მათი პოპულარობა გაზარდა და "ინსტაგრამზე" გამომწერთა ოდენობა რამდენიმე ასეული ათასით გაიზარდა.