საოცარი სანახაობა! - არგენტინაში სტადიონზე უზარმაზარი ლომი გაჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არგენტინულმა საფეხბურთო კლუბმა "ესტუდიანტესმა" ახალი სტადიონის, "ესტადიო ხორხე ლუის ხირშის" პრეზენტაცია მოაწყო.

არენის რეკონსტრუქცია 2008-დან 2019 წლამდე მიმდინარეობდა.

გახსნის ცერემონია კი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, სადაც მაყურებლებმა საოცარი სპეცეფექტები იხილეს. სტადიონის სახურავზე პირდაპირ ციდან ცეცხლოვანი ლომის ჰოლოგრამა გაჩნდა, რომელიც "ესტუდიანტესის" სიმბოლოა. ამის შემდეგ ლომმა სტადიონის სახურავზე გაიარა.

"ესტუდიანტესის" პრეზიდენტი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ხუან სებასტიან ვერონია. ამ დროისთვის ლა-პლატის კლუბი არგენტინის ჩემპიონატში მე-7 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შესანიშნავი სანახაობაა!
გიორგი
21:12 28-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული