ხუან სებასტიან ვერონმა საფეხბურთო კარიერის განახლება 41 წლის ასაკში გადაწყვიტა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან სებიასტიან ვერონმა ფეხბურთელის კარიერის განახლება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Goal-ი იუწყება.

41 წლის ვერონი, რომელიც "ესტუდიანტესის" პრეზიდენტია, ფეხბურთელის რანგში ქვეყნის რეგიონული ლიგის კლუბის, "ესტრელია დე ბერისოს" ღირსებას დაიცავს. კაბინეტური საქმისგან თავისუფალ დროს ის ვარჯიშს მოახმარს, მონაწილეობას კი გუნდის საშინაო მატჩებში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თავისი კარიერის მანძილზე ხუან სებასტიან ვერონი "პარმას", "ლაციოს", "მანჩესტერ იუნაიტედის", "ჩელსისა" და მილანის "ინტერის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული