მოთხილამურე პორნომსახიობ შეყვარებულს აბორტის გამო დაშორდა [PHOTO]

AutoSharing Option
ორგზის მეფე თხილამურებით სრიალში, ნორვეგიელი პეტერ ნურტუგი კვლავ სასამართლო გარჩევებშია. სასამართლოში მას ყოფილი პორნომსახიობი და ყოფილი მეგობარი გოგონა აილარ ლი უჩივის. 35 წლის ირანული წარმოშობის აილარი უკმაყოფილოა მოთხილამურის ავტობიოგრაფიული წიგნით, სადაც მისი პირადი ცხოვრების დეტალებია ნახსენები. აილარი კომპენსაციის სახით 100 000 ნორვეგიულ კრონას ითხოვს (10 000 ევრო).

გთავაზობთ ამონარიდს ნურტუგის წიგნიდან, რომელმაც აილარის უკმაყოფილობა გამოიწვია:

"ჩემპიონატის წვეულებიდან მოყოლებული, აილარს ვხვდებოდი ხოლმე. მედიაში არაერთი სტატია გაჩნდა, სადაც ჩვენს ურთიერთობაზე იწერებოდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ჩვენ წყვილი ვიყავით. აილარმა ერთხელ Det Nye-ს ინტერვიუ მისცა
და მოჰყვა, რომ მან აბორტი გაიკეთა. ჟურნალისტმა ამის შესახებ ბუნდოვნად დაწერა, გაუგებარი იყო, ვინ იყო ამ ბავშვის მამა, მე თუ ატლე პეტერსონი. ეს ფაქტი მის ნამუსზე დარჩეს. ეშმაკურად მოიქცა, მაგრამ მე ცხოვრებაში არ დავიწყებდი მამობის თემაზე სპეკულაციას. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მამა მე არ ვყოფილვარ."

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიზეზის გამო აილარმა 2018 წელსაც უჩივლა პეტერს. მას არ დაუნიშნეს კომპენსაცია, თუმცა წიგნიდან ამოიღეს ის ეპიზოდები, რომლებიც მას ეხებოდა. თუმცა ამჯერად ლი თავიდან ცდის ბედს და შეეცდება ბარაქიანი კომპენსაციის მოპოვებას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული