Marca: XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები - ფელპსი პირველია, მესი მეშვიდე, რონალდო მეათე

AutoSharing Option
"მარკამ" XXI საუკუნის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. გამოცემის ვერსიით, საუკეთესო 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში, ამერიკელი მაიკლ ფელპსია. მეორე ადგილზე 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში, იამაიკელი უსაინ ბოლტია, ხოლო მესამეზე  - "დიდი სლემის" ტურნირების 20-გზის ჩემპიონი, შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი.

ფეხბურთელებიდან ათეულში ლეო მესი (ბარსელონა, არგენტინა) და კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი, პორტუგალია) მოხვდნენ - მესი მეშვიდეა, რონალდო კი - მეათე.

საუკეთესო ათეული

1. მაიკლ ფელპსი (ცურვა, აშშ)
2. უსეინ ბოლტი (მძლეოსნობა, იამაიკა)
3. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი, შვეიცარია)
4. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი, ესპანეთი)
5. კობი ბრაიანტი (კალათბურთი, აშშ)
6. ტაიგერ ვუდსი (გოლფი, აშშ)
7. ლეო მესი (ბარსელონა, არგენტინა)
8. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1, ბრიტანეთი)
9. ვალენტინო როსი (მოტორბოლა, იტალია)
10. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი, პორტუგალია)

მკითხველის კომენტარები / 1 /
10 ეულში რო სალივანი არაა ან უსამართლობაა ან სნუკერს არ უყურებს ამის შემდგენი
თემო
22:23 11-06-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული