მაიკლ ფელპსი სუიციდს აპირებდა: სიცოცხლის გადარჩენა გაცილებით კარგია, ვიდრე ოქროს მედლის მოგება

AutoSharing Option
ლეგენდარულმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა, რომელსაც 28 ოქროს მედალი აქვს მოგებული და მათ შორის 23 ოქროსია, განაცხადა, რომ თავის მოკვლას აპირებდა.

"ოლიმპიადისთვის 4 წელი ემზადები და როდესაც მთავრდება, არ იცი, რა გააკეთო. თავს დაკარგულად გრძნობ.

ჩემ გარდა, ეს ალბათ სხვა სპორტსმენებსაც ემართებათ და ამაზე ღიად არავინ საუბრობს.

ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხის აზრით, ჩვენ ძლიერები ვართ და სისუსტე არ უნდა გამოვაჩინოთ.

ათენის, პეკინისა და ლონდონის ოლიმპიადების შემდეგ თავის მოკვლაზე ვფიქრობდი", - განაცხადა ფელპსმა.

კარიერის დასრულების შემდეგ ფელპსი ლექციებს კითხულობს მენტალური პრობლემების
შესახებ და ამით ეხმარება სხვა სპორტსმენებს, გადალახონ მსგავსი პრობლემები.

მისი თქმით, სიცოცხლის გადარჩენა გაცილებით კარგია, ვიდრე ოქროს მედლის მოგება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ ერთი პირველი პარაგრაფი წაიკითხე და გადაგვითარგმნე თუ შეიძლება
niko
15:02 20-04-2018
0

სიახლეები პოპულარული