ბრაზილიური კავკასია - ოსი მსოფლიო ჩემპიონის საცოლე მეძავი აღმოჩნდა და სპორტსმენს ეს ქორწილის დროს აცნობეს

AutoSharing Option
რა არ დაატყდება თავს კაცს, მაგრამ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არავის სურს ისეთი ამბის წარმოდგენა, რაც მსოფლიოს ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ოს ზაურბეკ სიდაკოვს დაატყდა თავს.

ზაურბეკის ქორწილი ვლადიკავკაზში მიმდინარეობდა, როცა მისმა ახლობლებმა სოციალურ ქსელში მიიღეს შეტყობინება ვიდეორგოლის სახით, რომელშიც მათი მეგობარი სიდაკოვის უკვე მეუღლე იყო აღბეჭდილი, ცხადია, უხერხულ მდგომარეობაში...

ეს ყველაფერი კი გოგონას ყოფილმა შეყვარებულმა გააკეთა, რომელმაც საყვარელ ადამიანს სამაგიერო ასე გადაუხადა. ვერაფერს ვიტყვით, ვინც გიყვარს, იმას სწორედ ასე უნდა მოექცე...

ვიდეომასალის გარდა, შეტყობინებაში ავტორი ირწმუნებოდა, რომ წარსულმა სიდაკოვის
საცოლე მეძავი იყო და პარალელურად, პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოგადაღებებშიც იღებდა მონაწილეობას.

ამ ყველაფრის შემდეგ ზაურბეკ სიდაკოვმა სკანდალი მოაწყო - საცოლე პირდაპირ ქორწილის სუფრიდან თმებით გაათრია შენობის გარეთ.

როგორც "რია ნოვოსტი" წერს, მშობლებმა სიდაკოვი ქალაქიდან გაიყვანეს, რათა უფრო დიდი უბედურება აეცილებინათ თავიდან.

24 წლი სიდაკოვი 74 კგ წონით კატეგორიაში გამოდის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახლავთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები 2018 და 2019 წლებში მოიპოვა. გარდა ამისა, ოქროს მედლები ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო თასსა და რუსეთის პირველობაზეც დაისაკუთრა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ქორწილამდე უნდა მოეყოლათ ერთმანეთისათვის,ვინ სად რას აკეთებდა.დავიჯერო ეს ბიჭი ქალწული იყო ?
ტოტო
24 აგვისტო 2020 19:01
18
ძაღლის ბედი ჰქონია სიდაკოვს,საქართველოში რომ არ დაიბადა.აქ რომ ეცხოვრა,გენდერული ნიშნით ძალადობისათვის ციხეში გაუშვებდნენ.თანაც გარანტირებულად.ის შეყვარებული კი,როგორი შეყვარებულიც იქნებოდა,კია გასაგები.თან თუ პორნოების შესახებაც იცოდა.ისე,ასეთი შეყვარებული,უამრავი გამოიცვალა "მარად გოგონა" შორენამ.
სოსო
24 აგვისტო 2020 18:53
9
ვაიმე სენი წილიმე ეს რა გავიგეეეე!
ჯაყო
24 აგვისტო 2020 18:51
7
დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის! უფალი გფარავდეთ!
ჯილბერტ კალბასოვი
24 აგვისტო 2020 18:15
4
ეგ ბრაზილიური არა,უფრო თურქულია
გრიგოლ1408
24 აგვისტო 2020 17:45
1
უი, ეს რა მოსვლია ოსუნიას. ისე, თმებით გათრევა ნამეტანი მოსვლია, ეტყობა ჯაყოს შთამომავლობა.
მარი
24 აგვისტო 2020 16:26
20
თავი რომ შეიკავოთ თქვენი ნაცისტური გამოხტომებისაგან, ვერ შეძლებთ? ადმინ, რას აკეთებ?
ძია
24 აგვისტო 2020 18:43
21
ვერ მოსვლია კარგი ამბავი
grisha
24 აგვისტო 2020 16:00
2
რას ნიშნავს, ვინც გიყვარს ასე უნდა მოექცე? ))) ანუ, შენ თუ გიყვარს და იმას სხვა უყვარს, ფოტოები და ვიდეორგოლები უნდა გამოუფინო? მაგრად ღადაობს სპორტალი )))
ჰოი, საოცრებავ...
24 აგვისტო 2020 15:19
6

სიახლეები პოპულარული