მონაწილეები საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯანდაცვის ორგანიზაციებს ინფორმაციას სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიაწვდიან.
ამასთან, სპორტსმენები ვალდებულნი იქნებიან, ახლო კონტაქტების სია წარმოადგინონ.
სპორტსმენებს მაყურებლის რანგში დასწრება არ შეეძლებათ. ასევე აკრძალული იქნება ბარებსა და ტურისტულ ადგილებში პირველი 14 დღის განმავლობაში ვიზიტი.
მონაწილეებს ტოკიოში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე კოვიდ 19-ზე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეთ, შემდეგ კი რეგულარულად უნდა შემოწმდნენ
შეზღუდულია სოფლის მცხოვრებლებისთვის ფიზიკური კონტაქტი. სავალდებულოა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა. უსაფრთხოების წესების დაუცველობის შემთხვევაში სპორტსმენს ოლიმპიური თამაშებიდან მოკვეთენ.
რაც უნდა მოულოდნელი იყოს, გულშემატკივრებისთვის სიმღერა აკრძალულია ან სკანდირება სპორტსმენების მხარდასაჭერად. რეკომენდებული მხოლოდ ტაშის დაკვრაა.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო 1 წლის ვადით გადაიწია. შესაბამისად, ის 2021 წელს ჩატარდება.
შესაძლოა, ამ წესებს რაიმე დაემატოს ან გამოაკლდეს, გააჩნია ვირუსთან ბრძოლის მხრივ მსოფლიო რამდენად წაიწევს წინ.