დელე ალიმ გვარდიოლას შვილთან რომანი გააბა

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას 20 წლის ქალიშვილ მარიასა და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ნახევარმცველ დელე ალის რომანი აქვთ.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გასულ კვირას წყვილი ლონდონში, ღამის კლუბ Cloud 9-ის ტერასაზე მსხდომი შენიშნეს. ისინი არც ცდილობდნენ სასიყვარულო ურთიერთობის დამალვას და ერთმანეთს კოცნიდნენ.

დელე ალი მოდელ რუბი მეის სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა.

20 წლის მარია სტუდენტი გახლავთ. როგორც გამოცემას გოგონას მეგობრებმა განუცხადეს, დელე და მარიამ უბრალოდ მეგობრები არიან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მაია ასათიანმა თქვენთან დაიწყო მუშაობაა?
Vasili
09:11 18-05-2021
1
ეს ყმაწვილი 80-და რაღაცა პროცენტი ეგვიპტელია მგონი, მერე ყველაზე მაღალი 13% ქართველი, სადღაც მაქვს წაკითხული. )))))))) ნელ-ნელა ვეპარებით ლიგის თასს.))))
100%
22:18 17-05-2021
4

სიახლეები პოპულარული