5 ნივთი, რომელიც ავტომობილში აუცილებლად უნდა გქონდეს

AutoSharing Option
გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ველ­თვის ხდე­ბა, რა დრო­საც სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის ქონა ბევრ უსი­ა­მოვ­ნე­ბას აგ­ვა­რი­დებ­და თა­ვი­დან.

ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით აქვს აღ­ჭურ­ვი­ლი, თუმ­ცა გა­დავ­წყვი­ტეთ, რამ­დე­ნი­მე საწ­მენ­დი და გა­უთ­ვა­ლის­წი­ლე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რათა ავ­ტო­მო­ბი­ლი მუდ­მი­ვად წეს­რიგ­ში გქონ­დეთ და ამავდრო­უ­ლად, ნე­ბის­მი­ე­რი უსი­ა­მოვ­ნო დაბ­რკო­ლე­ბის­თვის მზად იყოთ.

ჰი­პერ­მარ­კეტ "მი­ჰა­უ­სის"წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნუგო ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი გან­გვი­მარ­ტავს, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, არ­სე­ბობს თუ არა სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პლექ­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჰი­პერ­მარ­კე­ტის შო­უ­რუმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის სა­ჭი­რო რო­გორც საწ­მენ­დი, ისე პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის, სა­ბუ­რა­ვის გა­მო­საც­ვლე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი
სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ხელ­სა­წყო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ქვე­მოთ გი­ამ­ბობთ.

ავ­ტო­მო­ბი­ლის საწ­მენ­დი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

Sportall.Ge

წლი­დან წლამ­დე ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ლო­ნი თა­ვის პირ­ვან­დელ სა­ხეს კარ­გავს: ცვდე­ბა ტყა­ვი, ხუნ­დე­ბა და სკდე­ბა პლასტმა­სი და სხვა. იმი­სათ­ვის, რომ ტყავ­მა პირ­ვან­დე­ლი სახე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, გავ­წმინ­დოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი საწ­მენ­დი­თა და კონ­დი­ცი­ო­ნე­რით, რო­მე­ლიც აახ­ლებს მას. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს პლასტმა­სის საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც, რო­მე­ლიც მას პირ­ვან­დე­ლი ვი­ზუ­ა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

თუ ავ­ტო­მო­ბილ­ში ნაჭ­რის სა­ვარ­ძლე­ბი გაქვთ, მათი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად წმენ­და და გა­ხუ­ნე­ბის­გან დაც­ვაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენ­დეს. სპე­ცი­ა­ლუ­რად ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის შექ­მნი­ლი საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი კი აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას მო­გიგ­ვა­რებთ.


ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ძრა­ვის სი­სუფ­თა­ვე­ზე ზრუნ­ვაც. სპე­ცი­ა­ლუ­რი აე­რო­ზო­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას მო­ვა­შო­როთ ზე­თის და სხვა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სი­თხე­ე­ბის ლა­ქე­ბი. სა­ბუ­რა­ვის საწ­მენ­დი კი მას უბ­რუ­ნებს პირ­ვან­დელ ვი­ზუ­ალს და უნარ­ჩუ­ნებს ფერს.

"მი­ჰა­უს­ში" ნა­ხავთ ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ქა­რე მი­ნის სპე­ცი­ა­ლურ საწ­მენ­დსაც, რო­მე­ლიც მწე­რე­ბის­გან და­ტო­ვე­ბულ ან სხვა რთულ ლა­ქებს მარ­ტი­ვად უმკლავ­დე­ბა.

სა­ბუ­რა­ვის ჰა­ე­რის კომ­პრე­სო­რი

Sportall.Ge


ძვე­ლი ჰა­ე­რის კომ­პრე­სო­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახალ ხელ­სა­წყო­ებს არ სჭირ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, არის უფრო კომ­პაქ­ტუ­რი და მარ­ტი­ვად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­სა­წყო მუდ­მი­ვად გვქონ­დეს ავ­ტო­მო­ბილ­ში, რათა სა­ბუ­რა­ვის დაშ­ვე­ბის დროს გა­მო­ვი­ყე­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ეს ხდე­ბა მა­გის­ტრალ­ზე, როცა სერ­ვის ცენ­ტრი შორ­საა და ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­ტოს გი­წევს პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა.

სა­ბუ­რა­ვის ჰა­ე­რის კომ­პრე­სო­რი ერ­თდე­ბა დე­ნის წყა­რო­ში ანუ მან­ქა­ნის 12-პულ­ტი­ან გა­დამ­ყვან­ში, ადაპ­ტო­რი ეხრახ­ნე­ბა სა­ბუ­რავს და მარ­ტი­ვად შე­აქვს ჰა­ე­რი. რაც მთა­ვა­რია, ჰა­ე­რის ახა­ლი კომ­პრე­სო­რე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია წნე­ვის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლით, რაც სა­ბუ­რა­ვის და­ბერ­ვი­სას კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ხელ­სა­წყო­ე­ბის ნაკ­რე­ბი

Sportall.Ge

ხელ­სა­წყო­ე­ბის ნაკ­რე­ბე­ბი მი­ჰა­უს­ში - 10.70 ლა­რი­დან

არ­სე­ბობს ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო­ე­ბის კომ­პლექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სხვა­დახ­ვა სიმ­ძი­მის შემ­თხვე­ვის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი, თუმ­ცა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ელე­მენ­ტა­რუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მა­ინც გვქონ­დეს. მა­გა­ლი­თად, ხრახ­ნი, ქან­ჩე­ბი და ბრტყელ­ტუ­ჩა, რათა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის დროს მხო­ლოდ გამ­ვლე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბის იმე­დად არ დავ­რჩეთ.

თუ სა­ბუ­რა­ვის შეც­ვლაც შე­გიძ­ლი­ათ, ამი­სათ­ვის უფრო დიდი ზო­მის კომ­პლექ­ტი დაგ­ჭირ­დე­ბათ.

სა­ბუქ­სი­რე ღვე­დი და და­სა­ქო­ქი კლე­მე­ბი

Sportall.Ge

სა­ბუქ­სი­რე ღვე­დი - 19.60 ლა­რი­დან

მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რამ­დე­ნად ახალ და გა­მარ­თულ ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ, რად­გან შემ­თხვე­ვა ყო­ველ­თვის ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს, სა­ნამ ევა­კუ­ა­ტო­რი და­გეხ­მა­რე­ბა, შე­საძ­ლოა, კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­მოს­ვლა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს, ამ დროს კი სა­ბუქ­სი­რე ღვე­დის გა­მო­ყე­ნე­ბით სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი გა­გი­წევს დახ­მა­რე­ბას.

Sportall.Ge

შე­ი­ძი­ნე და­სა­ქო­ქი სა­დე­ნი მი­ჰა­უს­ში - 7.20 ლა­რად

რად­გან ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას მოგ­ვი­ვი­დეს, ნუ გა­მო­რი­ცხავთ, რომ მთე­ლი ღა­მით ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ლონ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი შუქი ან ფა­რე­ბი დი­ლით დიდი უსი­ა­მოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. აკუ­მუ­ლა­ტო­რი სულ ახა­ლი გა­მოც­ვლი­ლიც რომ იყოს, რის­კი დი­დია, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი აღარ და­ი­ქო­ქოს. და­სა­ქო­ქი კლე­მე­ბი კი მაშ­ველ რგო­ლად სწო­რედ ამ დროს მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა.

სა­მე­დი­ცი­ნო ყუთი და ცე­ცხლმაქ­რი

Sportall.Ge

შე­ი­ძი­ნე ცე­ცხლმაქ­რე­ბი მი­ჰა­უს­ში - 28 ლა­რი­დან

ალ­ბათ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უკა­ნას­კნე­ლია, რა­ზეც ავ­ტო­მო­ბი­ლის აღ­ჭურ­ვი­სას ვფიქ­რობთ, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­როა.

„მი­ჰა­უს­ში“ გან­გვი­მარ­ტეს, რომ არ­სე­ბობს 2-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ფხვნი­ლო­ვა­ნი ცე­ცხლმაქ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის მარ­ტი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბაც ყვე­ლას შე­უძ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცე­ცხლმაქ­რი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მყა­რი და აა­ლე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და ასე­ვე 1000 ვა­ტამ­დე ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ჩა­საქ­რო­ბად.

Sportall.Ge

შე­ი­ძი­ნე სა­მე­დი­ნი­ცო ყუთი მი­ჰა­უს­ში - 40 ლა­რად

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ყუთს, მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს დიდ სამ­სა­ხურს გა­გი­წევთ. კომ­პლექ­ტი მო­ი­ცავს სტე­რი­ლურ ბინ­ტებს, არ­ტა­ხებს, ჭრი­ლო­ბა­ზე და­სა­ფე­ნებ­სა და მაკ­რა­ტელს. შე­საძ­ლოა, არ­ტა­ხე­ბის სწო­რად და­დე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დეს, თუმ­ცა სა­ფე­ნე­ბი­სა და სტე­რი­ლუ­რი ბინ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ზა­რა­ლე­ბულს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბით.

ჩა­მოთ­ვლი­ლი საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ხელ­სა­წყო­ე­ბი თუ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ნივ­თე­ბი დიდ ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სუ­ლაც არ არის, მათ­მა მო­მა­რა­გე­ბა კი ბევრ უსი­ა­მოვ­ნე­ბას აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან.

R
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველი და მეორე, არ არის აუცილებელი.
100%
20:32 22-05-2021
0
მაცივარში რა 5 ნივთი ან პროდუქტი უნდა იდოს მაგაზეც დაწერეთ რა :)))))))
DAVE
14:30 21-05-2021
0

სიახლეები პოპულარული