
გთავაზობთ 2021 წლის გამორჩეულ მომენტებს, რომლებიც ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f55fd328e54bd0c0d4871a0907e55ecb.jpg)
2 იანვარი - ულამაზესი ცა, მთები, ბუნება, ქალაქის ხედი და მფრინავი სპორტსმენი. ეს სილამაზე ინსბრუკში დააფიქსირეს.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9862415bc5bb0246a30949e27a3b900c.jpg)
18 იანვარი - გრანიტ ჯაკა, დავიდ ლუისი და კალუმ უილსონი ერთმანეთს "გზაჯვარედინზე" გადაეყარნენ.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/fec47f41ce1a155d37b5d890a5a650d6.jpg)
7 თებერვალი - ლიონელ მესის საჯარიმო დარტყმები ხელოვნების ნიმუშად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. აბა, თუ გამოიცნობთ, როგორ დასრულდა ეს დარტყმა?
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4a472893baeee87a077c38e1ea59052d.jpg)
9 თებერვალი - "სიბნელიდან-სინათლისკენ", მელბურნი. ფოტოზე უკრაინელი ჩოგბურთელი ელინა სვიტოლინაა გამოსახული.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ebb54c07cd7d66b2c13d38119986cb24.jpg)
18 თებერვალი - ნოვაკ ჯოკოვიჩის კარიერიდან გამომდინარე, არაერთ დასამახსოვრებელ კადრს შეხვდებით, თუმცა პატარა პეპელასთან
ერთად აღბეჭდილი კადრი იშვიათია.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/99f2a04df640d698641c3376192ba6a2.jpg)
20 თებერვალი - "ზამთრის კლასიკა" "კოლორადოსა" და "ვეგასს" შორის მატჩში, ულამაზესი ხედი და სანახაობრივი ჰოკეის მატჩი.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/68268633ced94a92d63b87794f8586c2.jpg)
7 მარტი - თოვლი, ძაღლები და ფლამინგოს ფარა ერთად? არ გეჩვენებათ, ეს ალასკაა, სადაც ძაღლების სასწავლებელი "რბოლები" იმართება, წითელი ფერის ფლამინგო კი სპეციალური ნიშანია.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/6de7458d83c76e1718c616f99c20d93c.jpg)
8 მარტი - სიტყვებიც ზედმეტია... გაყინული ბაიკალის ტბა და ჰოკეის მატჩი.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/eba7cd435f264aec36bcb99a2407e95d.jpg)
2 მაისი - მართალია, "ბარსელონა" ძველებურად ვეღარ ბრწყინავს, თუმცა ეს ქალებს არ ეხებათ. მათ შეძლეს და მიყოლებით მოუგეს "მანჩესტერ სიტის", პსჟ-სა და "ჩელსის".
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e99e863e8de46171533dd4ebfe0757cf.jpg)
6 ივნისი - აზერბაიჯანში ფორმულა 1-ის მომავალმა ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა ფინიშის ხაზამდე მისვლა ვერ მოახერხა. ნიდერლანდელი მრბოლელი ფეხს ურტყამს საბურავს, რომელმაც ის დააღალატა.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e306e29c28f829efee59236099c5be7b.jpg)
12 ივნისი - ევროპის ჩემპიონატის მეორე მხარე (საბედნიეროდ, კარგად დასრულებული), ექიმები კრისტიან ერიქსენის გადარჩენას ცდილობენ, მისი თანაგუნდელები კი წრეზე დგანან... ამ ფოტოს აღწერაც არ სჭირდება, ემოციები, რაც გამოსახულია, ყველაფერს ხსნის.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b02c7f480104d9ec925f67a3d4132392.jpg)
16 ივნისი - იტალიელი ფეხბურთელები გულშემატკივრებს იმედებს არ უცრუებენ.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/1849561fb6652a4ae05be8bbe5d806d6.jpg)
28 იანვარი - შვეიცარიელებმა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, საფრანგეთის სუპერვარსკვლავური ნაკრები სახლში ნაადრევად გაუშვეს.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/8c6f36db0c973443c3243a37b8bee984.jpg)
4 აგვისტო - იაპონელი სუმოისტი და თეთრ ცხენზე ამხედრებული "რაინდი", მართლაც რომ ლამაზი კუთხეა.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9ec657a38524a96d85096d42de5f679e.jpg)
8 აგვისტო - ლეომ "ბარსელონა" დატოვა, პრესკონფერენცია და ატირებული არგენტინელი...
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b6b01907f380d61ca08fc396bea607d6.jpg)
11 სექტემბერი - 18 წლის ემა რადაკანუ ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/10cb0c383434d8fe99bff0fe8328e4ff.jpg)
12 სექტემბერი - მონცას ტურნირი, მაქს ფერსტაპენი ლუის ჰამილტონს პირდაპირ თავზე დაახტა.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b199fb3fe179a4c0074f3cc2c092ad4b.jpg)
18 სექტემბერი - რა სილამაზეა? 110 000 გულშემატკივარი თეთრი ფერის მაისურითაა შემოსილი.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b242078161a11a869da432f910af1cad.jpg)
28 სექტემბერი - პირველად და უკანასკნელად? ახალ გუნდში მესის ავტორიტეტს არ სცნობენ...
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5d31e223dcd9eff3dbb8ccabefb6633c.jpg)
29 სექტემბერი - ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი, დიდებული კრიშტიანო რონალდო და გახარებული "ოლდ ტრაფორდი".
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/88823759e0f411bfc519a2ce92fcaf8a.jpg)
2 ნოემბერი - ფრანგი რიშარდ გასკე პარიზის მასტერსზე კორტზე გამოსასვლელად ემზადება, რა სილამაზეა?!
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/b62f36352e645778eac1ae6881e21ad7.jpg)
11 ნოემბერი - ბათუმი, საქართველოს ნაკრები შვედეთს მასპინძლობს.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/00bb7db9c98db9a2559384a14772ff8d.jpg)
23 ნოემბერი - ლევანდოვსკის ვერც თოვლიანი საფარი შეაჩერებს.
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/66b519a137850e1d9c8eeb559c6ec35e.jpg)
8 დეკემბერი - "ბარსელონა" "ბაიერნთან" დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა... ფოტოგრაფის კლასიკა...
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/dc34e5fb8fc27867a852d0fa0e7c17d0.jpg)
12 დეკემბერი - ატირებული მაქსი, ნიდერლანდელი ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონია!
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a1f441616c423cdb231f377c24e7ab0d.jpg)
15 დეკემბერი - ერლინ ჰოლანი ჰაერში. ისე, მართლა როგორ ახტა ამხელაზე?
![2021 წლის გამორჩეული კადრები [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/4bdb089118aafea1ed71b7bdc25452b7.jpg)
13 ივნისი - ყველაზე ლამაზი ფოტო ბოლოსთვის შემოგინახეთ. როლან გაროსი და სტეფანოს ციციპასი ერთმანეთს ძალიან უხდებიან. ბერძენი ათლეტი კორტზე ანათებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით