სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელმა ცნობილმა ვარსკვლავებმა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინისა და უკრაინელების დასახმარებლად აუქციონზე ნივთები გამოიტანეს. აუქციონის სერია, სახელწოდებით World Sports For Ukraine, სპორტული გამოცემა Tribuna-ს, ორგანიზაცია Ukraine Alive 2022-ისა და ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდის ინიციატივას წარმოადგენს. ნივთების შეძენა Ebay-ზეა შესაძლებელი.
უკრაინის დასახმარებლად პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ აუქციონზე მაისური გამოიტანა, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ შოტლანდიასთან გამართულ საქველმოქმედო ამხანაგურ მატჩში ეცვა. მაისურზე ლევანდოვსკის ხელმოწერაა, ასევე ფეხბურთელის მიერ გაკეთებული წარწერა – Stop War.
უკრაინის ეროვნული ნაკრების
კაპიტანმა და ინგლისურ კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ანდრეი იარმოლენკომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დასახმარებლად აუქციონზე ხელმოწერილი სპორტული ფეხსაცმლის წყვილი გამოიტანა. ფეხსაცმელზე ასევე გაკეთებულია წარწერა Stop War.
განაგრძეთ კითხვა