
მოდელი მორგან რიდლი რაფაელ ნადალისა და ფრიტცის შეხვედრას დაესწრო (3:6, 7:5, 3:6, 7:5, 7:6), გადამღები ოპერატორი კი მისით ისე მოიხიბლა, რომ ბოლოს უკვე ამერიკელის მიერ თითოეულ ჩაგდებულ ქულაზე მის პარტნიორს აჩვენებდა.
გულშემატკივრები მატჩის შემდეგ წერდნენ: "ნადალი ლეგენდაა, მაგრამ მგონი, ერთადერთი ვარ, ვისაც ფრიტცის გამარჯვება სურდა, რადგან მორგან რიდლს ეკრანზე უფრო ხშირად ვნახავდი";
"დაუჯერებელია, დევიდ ბექჰემი მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა კადრში, მორგან რიდლი - 87-ჯერ".
პოლონური წარმოშობის ქერა ლამაზმანი მორგან რიდლი ცნობილია,
როგორც მოდელი და ინფლუენსერი სოციალურ ქსელებში. დაიბადა და გაიზარდა მინესოტაში. "ინსტაგრამზე" 93 000 გამომწერი ჰყავს და მუდამ ყურადღების ცენტრშია.
მორგანმა კოლეჯი ნიუ-იორკში დაამთავრა, დღეს კი "ინსტაგრამმოდელი" და ინფლუენსერია.
![ვინ არის ქალბატონი, რომელმაც კორტზე დევიდ ბექჰემი და უიმბლდონის მეოთხედფინალური მატჩი გადაფარა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/9ac45934d1f7f5736fe77e6f0713b176.jpg)
ვანდა ნარა სულ გაშიშვლდა, ვარსკვლავის მეუღლემ მამაკაცების გაგიჟება გადაწყვიტა [PHOTO]