ბექჰემების ოჯახში არეულობაა - ვიქტორიას შვილიშვილის დაკარგვის ეშინია

AutoSharing Option
ბექჰემების ოჯახში დაძაბული სიტუაციაა, კერძოდ, ვიქტორია ბექჰემსა და მის ახალ რძალს, მსახიობ ნიკოლა პელცს შორის. ამის შესახებ ინფორმაცია Mirror-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ცუდი ურთიერთობის მიზეზი რიგ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების ქონაა. თუმცა "სფაიზ გერლსის" ყოფილი წევრი რძალთან დაახლოებას ცდილობს, რადგან ეშინია, რომ პირველ შვილიშვილთან ურთიერთობა აღარ ექნება.

პელცების ოჯახი ბრუკლინს (დევიდ ბექჰემის შვილს) ბოლომდე მხარს უჭერს და ნიკოლას მამა, მილიარდერი ნელსონ პელცი, მზადაა ნებისმიერი მისი ბიზნესგეგმა დააფინანსოს, თუმცა ახალგაზრდა წყვილს სურს, შექმნან საკუთარი გზა ისე, როგორც ეს ვიქტორია და დევიდ
ბექჰემებმა გააკეთეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

alt"ქორწილის წინ ყველაფერი გამწვავდა..." - დაძაბულობა ბექჰემების ოჯახში


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული