"შევარცხვენ და თავაზიანობას ვასწავლი" - ვოლკანოვსკიმ თოფურიასთან ბრძოლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
18 თებერვალს UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება.

ბრძოლის წინ ვოლკანოვსკიმ ქართველთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რინგზე ილიას შეარცხვენს.

"მას (ილიას) კარგ გაკვეთილს ჩავუტარებ. მას შერცხვება და ზოგიერთ ნათქვამს ინანებს. ის ახალგაზრდა და ზედმეტად თავდაჯერებულია. დავეხმარები, რომ უფრო თავაზიანი გახდეს. მოუწევს, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს, მას შემდეგ, რაც კარგად მოვუვლი.

შეგახსენებთ, თოფურიას MMA-ს სხვადასხვა ორგანიზაციაში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა ილიას გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება მის მეტოქეს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა
29 ბრძოლიდან 26-ჯერ გაიმარჯვა და 3-ჯერ კი დამარცხდა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

altმსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა თოფურიას პირადად ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ გაამხნევა [PHOTO]

alt"გამარჯვებას პირველივე რაუნდში ვაპირებ" - თოფურიამ ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

altთოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 5 /
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ!
ლუიზა
20:20 14-02-2024
0
ერთადერთი გამოცდილება, თორემ ისე ვოლკს შანსი არა აქვს ილიასთან, ბოლო ბრძოლა მხოლოდ გამოცდილების ხარჯზე მოიგო, თორემ ისიც წაგებული ჰქონდა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული