პარიზის ოლიმპიადას 6.6 მილიარდი ევრო დასჭირდება

AutoSharing Option
პარიზმა 6.6 მილიარდ ევროდ შეაფასა 2024 წლის ოლიმპიადის ჩატარება, - იტყობინება სააგენტო AFP. საფრანგეთის დედაქალაქი ზაფხულის თამაშების ორგანიზებაზე ერთადერთი კანდიდატია.

აღნიშნავენ, რომ მომავალი შვიდი წლის განმავლობაში ორგანიზატორთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ბიუჯეტის აღნიშნულ დონეზე შენარჩუნება იქნება. 2016 წლის თებერვალში წერდნენ, რომ პარიზი პროექტის რეალიზაციისთვის 6.2 მილიარდ ევროს დახარჯავდა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ლოს ანჯელესმა უარი თქვა 2024 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე და 2028 წლის თამაშების ოფიციალური პრეტენდენტი გახდა. 2024 და 2028 წლების თამაშების დედაქალაქები ოფიციალურად ხვალ, პერუს დედაქალაქ ლიმაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ
სესიაზე გამოცხადდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული