აშშ-ს 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაც უნდა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანოს. კანდიდატ ქალაქებად დენვერი და სოლტ-ლეიკ-სიტი სახელდება. თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, რადგან ლოს-ანჯელესი პრეტენზიას 2028 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე აცხადებს.

"სიამოვნებით განვიხილავთ საკითხს - რა სჭირდება დენვერს თამაშის ორგანიზებისთვის", - ამბობს დენვერის სპორტული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი მეტიუ პეინი.

"სოლტ-ლეიკ-სიტი სიამოვნებით მიიღებდა კიდევ ერთ ოლიმპიადას, მაგრამ ახლა მთელი ყურადღება კონცენტრირებულია ლოს-ანჯელესის განაცხადზე", - განაცხადა სოლტ-ლეიკ-სიტის წარმომადგენელმა ფრეიზერ ბალოკმა.

შეგახსენებთ, სოლტ-ლეიკ-სიტი ზამთრის ოლიმპიადას 2002 წელს მასპინძლობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული