გახსნის ცერემონია გაიმართება 9 თებერვალს. ერთი დღით ადრე ჩატარდება პირველი სტარტები ქიორლინგსა და ტრამპლინიდან ხტომაში. 10 თებერვალს, მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდება ბიატლონში, სათხილამურო რბოლაში, შორტ-ტრეკში, ტრამპლინიდან ხტომასა და ციგურებით სირბილში.
დახურვის ცერემონია 25 თებერვალს არის დაგეგმილი. ამავე დღეს, ბოლო პრიზიორები გამოვლინდებიან ბოსბლეიში, სათხილამურო რბოლაში, ქიორლინგსა და ჰოკეიში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"