ოლიმპიზმი: უკვე 28 რუსეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
კიდევ 12 ანტისადოპინგო სააგენტო შეუერთდა მოწოდებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ - აუკრძალოს რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა. ამის შესახებ წერია ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე.

ასე რომ, 28-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ რუსი ათლეტების ჩამოშორებას 2018 წლის თამაშებიდან.

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი მიმართვას ხელი მოაწერეს ავსტრიის, ავსტრალიის, კანადის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იაპონიის, ჰოლანდიის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, სინგაპურის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა.

ახლა, ამ ჯგუფს შეუერთდნენ ბაჰამის კუნძულების, ბარბადოსის, ბელგიის, ესტონეთის,
ფლანდრიის (ბელგია), გვატემალას, ისლანდიის, პოლონეთის, პუერტო რიკოს, სან მარინოს, ესპანეთისა და შვეიცარიის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული