რუსეთის წინააღმდეგ უკვე 36 ქვეყანა გამოდის

AutoSharing Option
კიდევ ექვსი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტომ მოითხოვა რუსეთის ოლიმპიური გუნდის ჩამოშორება 2018 წლის ზამთრის თამაშებიდან, - დაწერა საკუთარ "ფეისბუქზე" ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტმა. ეს ქვეყნებია - ბელგია, უკრაინა, იტალია, კენია, ლატვია და ლუქსემბურგი.

ასე რომ, იმ ქვეყნების საერთო რიცხვმა, რომლებიც პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდიან, 36-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს 16-მა ანტისადოპინგო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომელშიც მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - არ დაუშვას რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე. მოგვიანებით, ამ ჯგუფს კიდევ 14 ორგანიზაცია დაემატა.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული