ამერიკელი ანალიტიკოსები პიონჩანგის ოლიმპიადის საბოლოო პროგნოზებს აქვეყნებენ

AutoSharing Option
ამერიკული საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტედ პრესი" (AP) პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მედლების შესაძლო გადანაწილების ცხრილს გვთავაზობს.

სააგენტოს გათვლებით, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს ნორვეგიელები დაიკავებენ, რომლებსაც თამაშების დახურვის დღეს - 25 თებერვალს, 39 მედალი, მათ შორის, 19 ოქროს, 10 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს ჯილდო უნდა აღმოაჩნდეთ. მეორეზე გერმანიის წარმომადგენლები გავლენ (15-7- 7), მესამეზე კი - კანადელები (14-10-12).

AP-ის აზრით, ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან ცხრა მედალს, აქედან 4 ოქროს, 2 ვერცხლსა და 3 ბრინჯაოს მოიპოვებენ, რითაც საერთო ჩათვლაში მეათე ადგილზე გავლენ.

გარდა ამისა,
სააგენტო ჰოკეისტთა ტურნირის სამეულსაც წინასწარმეტყველებს, სადაც ოქროს მედლებს კანადელები დაეუფლებიან, ვერცხლს - შვედები, ბრინჯაოს კი - ფინელები.

"ასოშეიტედ პრესის" მსგავსად, საერთო ჩათვლის საბოლოო პროგნოზს აქვეყნებს ამერიკული ანალიტიკური კომპანია Gracenote. მათი გათვლებით, პირველობა გერმანელებს დარჩებათ, მეორეზე ნორვეგიელები გავლენ, მესამეზე კი - ამერიკელები.

ამერიკელი ანალიტიკოსები რუსეთის შანსებს მოკრძალებულად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ პიონჩანგში მათი მონაგარი 8 მედალი იქნება (2-3-3).

სპორტსმენთა შორის ყველაზე მეტი მედლის მომპოვებელთა შორის ბიატლონისტებს ხედავენ - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ გერმანელ ლაურა დალმაიერსა (6 ოქრო) და ორგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონს, ფრანგ მარტენ ფურკადს (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული