უფასო თარგმანის სისტემამ 1500-ის ნაცვლად 15000 დაწერა. მზარეულთა განცხადებით, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნახევარი ტრაილერი კვერცხები მიუტანეს. საბედნიეროდ, მზარეულებმა არასაჭირო კვერცხების უმეტესობა უკან დააბრუნეს.
13:59 09-02-2018
კურიოზი ოლიმპიადაზე: ნორვეგიელებს შეცდომით ნახევარი ტრაილერი კვერცხი მიუტანეს
AutoSharing Option
კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ნორვეგიის ოლიმპიური დელეგაციის მზარეულთა გუნდმა უფასო თარგმანის სერვისი გამოიყენა, რათა დელეგაციისთვის კვერცხების პარტია შეეკვეთა. მათ 1500 კვერცხი სჭირდებოდათ, თუმცა კორეულ ენაში რთული დათვლის სისტემაა, ერთი თანხმოვნის შეცვლამაც კი შეიძლება სრულად შეცვალოს რაოდენობა.
უფასო თარგმანის სისტემამ 1500-ის ნაცვლად 15000 დაწერა. მზარეულთა განცხადებით, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნახევარი ტრაილერი კვერცხები მიუტანეს. საბედნიეროდ, მზარეულებმა არასაჭირო კვერცხების უმეტესობა უკან დააბრუნეს.
უფასო თარგმანის სისტემამ 1500-ის ნაცვლად 15000 დაწერა. მზარეულთა განცხადებით, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ნახევარი ტრაილერი კვერცხები მიუტანეს. საბედნიეროდ, მზარეულებმა არასაჭირო კვერცხების უმეტესობა უკან დააბრუნეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული