საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 23 სპორტსმენს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები - ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აღნიშნული მედლით უკვე დაჯილდოებულები არიან.

დაჯილდოების ცერემონიალი ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ჯილდოვდებიან: ალექსანდრე ანპილოგოვი - ოლიმპიური ჩემპიონი ხელბურთში, გიორგი ასანიძე - ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ვახტანგ ბლაგიძე - ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, დავით გობეჯიშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ გოგოლაძე - ოლიმპიური ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში, ზურაბ ზვიადაური - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ლევან თედიაშვილი - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ვაჟა კაჭარავა - ოლიმპიური ჩემპიონი ფრენბურთში, გელა კეტაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში, კახი კახიაშვილი - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, მანუჩარ კვირკველია - ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ქეთევან ლოსაბერიძე - ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში, რევაზ მინდორაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, რომან რურუა - ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნინო სალუქვაძე - ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში, ვიქტორ სანეევი - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში, რობერტ შავლაყაძე - ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში, ლაშა შავდათუაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, რაფაელ ჩიმიშკიანი - ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ირაკლი ცირეკიძე - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, შოთა ხაბარელი - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, დავით ხახალეიშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"მილანმა" ალეგრი დირექტორებთან ერთად გადააყენა
გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია
20 წ. | როტაციით ჩილესთან
უარი "ბარსელონას" - "ჩელსი" ჟოაო პედროს გაყიდვას არ აპირებს
[VIDEO] ვემბანიამას რეკორდი - "სან ანტონიომ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა
მესიმ ტრავმა მიიღო - ემუქრება თუ არა არგენტინელს მუნდიალის გამოტოვება?
[VIDEO] ისტორიაში მეოთხედ - "ოლიმპიაკოსი" ევროლიგის ჩემპიონია
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 დილა. ლიუბენოვიჩს 3 ქულა, კორღალიძეს - საფიქრალი
[VIDEO] მიქაუტაძის მე-16 გოლი - "ვილიარეალმა" სეზონი "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" ფინალში მეორელიგელთან დამარცხდა
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
"ნაპოლიმ" "უდინეზეს" სძლია და სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-1 ტორპედო. ქეცბაიას პირველი მარცხი
ალისონის დაბრუნება (გამომშვიდობებასთან ერთად?), სალაჰის გაცილება და "ლივერპულის" ფრე "ბრენტფორდთან"
მოურინიო "რეალში" ანარქიას ბოლოს მოუღებს - პერესის ეპოქა დასასრულს უახლოვდება?
"ბრენტფორდთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"არსენალთან" ფინალში პსჟ-ს შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას
"როდის დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას?" - გვარდიოლამ შეკითხვას უპასუხა
საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ტოჩინოშინის წარმატებას გამოეხმაურნენ
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს პრეზიდენტი 23 ოლიმპიურ ჩემპიონს ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოებს
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
ზაზა ფაჩულია: ვეცდები, ღირსების ორდენი ღირსეულად ვატარო
გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ტოჩინოშინს უმასპინძლა [VIDEO]
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
გიორგი მარგველაშვილი: მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია