რა მოხდა ევროპის ჩემპიონატზე - Eurosport-მა ქართველ წყალში მხტომელს დასცინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილმა არხმა Eurosport-მა ქართველ წყალში მხტომელ თორნიკე ონიკაშვილს დასცინა.

18 წლის ქართველი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა და კარგი გამოსვლა არ გამოუვიდა, მის ვიდეოს კი ცნობილმა სპორტულმა ტელევიზიამ შემდეგი სათაური გაუკეთა:

"არსებობს ცუდი ყვინთვა და არსებობს თორნიკე ონიკაშვილის ძალისხმევა. მას ამის უკან დაბრუნება არ მოუნდება".

Sportall.Ge

ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

მომხმარებლები წერენ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება და იმის მაგივრად, რომ სპორტსმენი უფრო მეტად მოტივირებული გახადონ, მას დასცინიან.

ონიკაშვილს ურჩევენ, რომ მან Eurosport-ს უჩივლოს.

ზოგიერთი მომხმარებელი ასევე აღნიშნავს, რომ სპორტის ეს
სახეობა საქართველოში განვითარებული არ არის და ეს წარუმატებლობაც ამის ბრალია. 

"ტვ პირველმა" თორნიკე ონიკაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ტექსტი, რომელიც Eurosport-მა ვიდეოს დაურთო, არის საკმაოდ უხეშად დაწერილი და არის ადამიანისთვის მოტივაციის დამგდები.

ბევრმა ადამიანმა ნახა ეს ვიდეო. ბოლოს რომ ვნახე, 60 000 ნახვაზე იყო ასული.

ვიდეოს აქვს ძალიან ბევრი გაზიარება და უმეტესად ქართველებისგან. ისინი კომენტარებში უცენზურო სიტყვებს იყენებენ და დამცინიან.

ეს ისეთი შემთხვევაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ სპორტსმენს მოუვიდეს და ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გაქვს", - აღნიშნა ონიკაშვილმა.

"ტვ პირველი" ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ თორნიკე ონიკაშვილი Eurosport-ისთვის ჩივილს არ აპირებს.

ახალგაზრდა ქართველმა წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული ევროპის ჩემპიონატი შოტლანდიაში მიმდინარეობდა და ონიკაშვილმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ბოლოსწინა, 27-ე ადგილი დაიკავა.

ბოლო, 28-ე ადგილზე კი ასევე ქართველი, სანდრო მელიქიძე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
კაი ჯანდაბას ევროსპორტი… აი აქაური ვაჟკაცები, ცხოვრებაში ფასეული რომ არაფერი შეუქმნიათ და სავარაუდოდ არც არასდროს შექმნიან… გამოსულები და სპორტსმენებს დასცინიან… სამარცხვინოა რა…

თორნიკემ კიდე ზუსტად აი ასეთ სამარცხვინოებს უნდა დაუმტკიცოს, რა სასაცილოები არიან თავიანთი ქილიკით. წარმატებები მას.
Lasha
22:04 16-08-2018
4
აქ მხოლოდ შეშფოთებით ვერ შემოვიფარგლებით. სასწრაფოდ უნდა მოვთხოვოთ გაეროს მოიწვიოს უშიშროების საბჭო და დაგმოს ევროსპორტის ქმედება და დაუწესოს სანქციები. თუ მაინც გააგრძელეს საქართველოს მოქალაქის დაცინვა წყალში სელაპივით ტყაპუნის გამო მაშინ ჩემი აზრით საქართველომ ომი უნდა გამოუცხადოს ევროსპორტს და მათ ოფისში ჯარი შეიყვანოს
მხედართმთავარი
14:08 16-08-2018
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული