კონორმა ხაბიბს ჩაარტყა და შეუტია - მებრძოლების აწონვის პროცედურა შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს ლას-ვეგასში UFC 229-ის კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ჩხუბამდე აწონვის ცერემონია გაიმართა.

მეტოქეები ერთმანეთის წინაშე ბოლოჯერ წარსდგნენ, შეხვედრა კონფლიქტის გარეშე არ დასრულდა.

T-Mobile Arena-ზე აწონვის ოფიციალური აწონვის პროცედურა გაიმართა:

  • კონორის წონა - 70.08 კგ.
  • ხაბიბის წონა - 70.3 კგ.

პირველი სცენაზე მაკგრეგორი გამოვიდა, რომელსაც თან კანადელი რეპერი დრეიკი ახლდა და რომელსაც ირლანდიის დროშა ეჭირა. ხაბიბის გამოსვლის დროს მებრძოლები ერთმანეთის წინაშე დადგნენ და UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა უთხრა, რომ ერთმანეთს არ შეეხონ, თუმცა კონორმა ხაბიბს ხელში ჩაარტყა და შემდეგ ფეხითაც
სურდა დარტყმა, მაგრამ ვერ მიწვდა. დაცვის წევრებმა მებრძოლები ერთმანეთთან არ მიუშვეს.

შემდეგ კი მოკლე ინტერვიუების ჯერიც დადგა კონორმა წამყვანს ჯო როგანს უთხრა ხაბიბის ფაფახი არ დაიხუორს: "არ მისცე ამ აყროლებულ ვირთხას თავისი ქუდი დაგახუროს. მას აყროლებული ***-ის სუნი აქვს. რა ამაგარია ისევ აქ დაბრუნება. UFC-ის ფანებო, დაბრუნება მაგარია! მეფე ისევ სახლშია!".

ხაბიბი ინტერვიუში ალაჰს და ირლანდიელ ფანებს მიმართავდა: "ყველაფერი, რაც მაქვს ღმერთისგანაა. ვიცი, რომ ღმერთს არ მოსწონს, რაც ხდება, დიდება ალაჰს. ხვალ თქვენს ბიჭს გავანადგურებ, უბრალოდ გავანადგურებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ირლანდიელ ფანს და მთელი მსოფლიოს ფანებს. თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც ეს ბრძოლა შესაძლებელი გახდა. მადლობა ყველას. მე ტიტულს დავიცავ!".

ბრძოლა ჩვენი დროით 7 ოქტომბერს დილით 06:00 საათზე გაიმართება.

altეს პატარა ვირთხა! - კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი პრესკონფერენციაზე შეხვდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხაბიბ,სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდეს,მაინც უნდა მოიგო!!!!!!!!!
22
მაკგრეგორმა იმხელა რეკლამა გაუკეთა იუეფსის რომ პენსია უნდა დაუნიშნონ ცხოვრების ბოლომდე, ამ კაცმა იცის შოუს კეთება უნიჭიერესია, ეს ხაბიბი რო ტრიპაჩობოს უნდა იცოდეს რომ მაკგრეგორის დამსახურებაა დღეს მთელმა მსოფლიომ რომ იცის მაგის სახელი, რამდენი ღირსეული სპორცმენია მაგ მმა-ში ამათზე ბევრად წარმატებულები და უფრო მაგარი მებრძოლები, უფრო ტიტულოვნებიც, მაგრამ მათი სახელები ბევრმა არ იცის. შეილება ისევე როგორც მე არ მოწოგწონდეთ რასაც მაკგრეგრეგორი აკეთებს მაგრამ უნდა ვაღიაროთ ეს ბრძოლა მან გახადა საყოველთაო, მისი დამსახურებაა რო მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება ამ ბრძოლის დაწყებას, ისე კი მგონია ამ სპორტში ამაზე მაგარი ბრძოლები შემდგარა და შედგება და ამის 20% ყურადღებაც არ მიექცევა. ეს გააკეთა მაკგრეგორმა, ვერაფერს იტყვი, მართლა მაგარია, მისი ფანი არ ვარ თუმცა ამ შეხვედრაში მაკგრეგორს ვგულშემატკივრობ იმიტო რო თუნდაც ამ მხრივ მაგარია თავის საქმეს აკეთებს და იმ ხაბიბივით ღმერთის სახელს არ ეფარება, ძაან წაიმატრაკვეცა ამ კადიროვის ძმაკაცმა.
დათო
22:15 06-10-2018
4

სიახლეები პოპულარული