ხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ ლას-ვეგასში, UFC-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია.

ხაბიბმა პირველივე რაუნდში მოიპოვა უპირატესობა, ის აქტიურად იყენებდა ჭიდაობის ილეთებს, რასაც ირლანდიელი ვერაფერს უპირისპირებდა. თითქმის ყველა რაუნდში რუსს ირლანდიელი გამოჭერილი ჰყავდა და მის კონტროლს ახერხებდა. საბოლოოდ კი ყველაფერი მეოთხე რაუნდში გადაწყდა, როდესაც ხაბიბმა ეგრეთ წოდებული "მოგუდვა" დაუპირა, რის შემდეგაც ირლანდიელი დანებდა და ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა.

ამით ხაბიბმა წაუგებელი სერია გააგრძელა და ის კვლავ მსუბუქი წონის ჩემპიონია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ,
ხაბიბი გულშემატკივრებში შეიჭრა და კონორის თანაგუნდელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ანალოგიურად ოქტაგონზე კონორსა და ხაბიბის გუნდელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება შედგა.

საბოლოოდ არეულობის თავიდან ასაცილებლად დაღესტანელ სპორტსმენს ქამარი ოქტაგონზე არ გადასცეს.

altმოუთმენლად ველი რევანშს! - მაკგრეგორის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

altხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა

altUFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბს შეიძლება დეპორტი ჩაურტყან

altრას ამბობდა გაცხარებული ხაბიბი როცა ქამარი არ მისცეს...

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
მე ჰაბიბი ჩეჩენი მეგონა, ტუ დაღესტნელია რამხზანას რაღას ულოკავს? და კიდევ, რამზანას მლოკველის გამარჯვება რატო გიხარიათ?
kaxa
11:40 07-10-2018
29
ზოგადად სპორტის ნებისმიერ სფეროში ბაქიაობა კრახით მთავრდება და მაკგრეგორმაც ეგრე რა ვულოცავ სრულიად კავკასიას მაინც კავკასიელია.
soso
09:41 07-10-2018
21

სიახლეები პოპულარული