ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. არადა, ოქროსთან ისე ახლოს იყო. 17 წლის ილიამ სლოვენიელი როკ პოგორევცი, არგენტინელი ალეხო ბურგოსი და თურქი ომერ აიდინი დაამარცხა, გადამწყვეტი ბრძოლა კი მერვე წუთზე ვაზარით ყაზახ ბეკარი სადუაკასთან წააგო.
ბრინჯაოს მედალი მოიგო ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ.