ხაბიბსა და კონორს საქმის გამოძიებამდე 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

AutoSharing Option
ნევადის სპორტულმა კომისიამ UFC-ის მებრძოლებს, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა, სანამ ბრძოლის ყველა დეტალს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ კონორის დამარცხების შემდეგ ხაბიბი გალიას გადაახტა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორ დილონ დენისს ეჩხუბა. ხოლო ოქტაგონში ხაბიბის ბიძაშვილი და მეგობრები შეცვივდნენ და კონორს შეუტიეს.

ნევადის სპორტულმა კომისიამ ხაბიბს 2 მლნ დოლარის ჰონორარი გაუყინა. მას ჯარიმა ელოდება, რომელიც ჰონორარის დაახლოებით 30 პროცენტი იქნება და ასევე, აშშ-ის ტერიტორიაზე 4-დან 6 თვემდე ბრძოლების გამართვის უფლების აკრძალვა.

გარდა ამისა, კომისიამ, სამედიცინო თვალსაზრისით, კონორს ბრძოლების გამართვა 6
ნოემბრამდე აუკრძალა და ასევე, 28 ოქტომბრამდე სპარინგების გამართვა.

altკონორ მაკგრეგორი: შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა მოვიგეთ

altნიკ დიასი: დავიღალე ეგეთების გამარჯვებით, ხაბიბი ბინძურად ჩხუბობს

altხაბიბი VS კონორი - ბრძოლა ოქტაგონზე და მის მიღმა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული