ვლადიმირ პუტინმა რუს სპორტსმენს კონორ მაკგრეგორთან გამარჯვება მიულოცა.
"მართალია, რუსეთის სახელით არ ასპარეზობდი და ინდივიდუალურად იბრძოდი, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ბედი ყველგან გვაინტერესებს. ამ სპორტში წესები არ არსებობს, მაგრამ არსებობს მორალური წესები, რომლებიც ყოველთვის და ყველგან უნდა დაიცვა. მამაშენს ვთხოვე, რომ მკაცრად არ დაგსაჯოს. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ და ოჯახში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ლიმიტებს არ უნდა გავცდეთ, მაგრამ თუ თავს გარედან დაგვესხმიან, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველამ ერთად, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ", - განაცხადა პუტინმა.
ხაბიბ ნურმაგომედოვის და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა 7 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართა.
გამარჯვებული რუსი სპორტსმენი ოქტაგონიდან გადახტა და მაკგრეგორის გუნდის წევრებს თავს დაესხა.
ხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა
ხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]
ხაბიბსა და კონორს საქმის გამოძიებამდე 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
მერე რა, რომ ეს ბრძოლა წესების გარეშეა? წრსების გარრშე ის მხოლოდ რინგზეა. რას გადაახტა გულშემატკივრებს. ნამდვილი ურდოა დღევანდელი რუსეთის ფედერაცია.