ფლოიდ მეივეზერი: ხაბიბთან ბრძოლით 150 მილიონს გამოვიმუშავებ

AutoSharing Option
ფლოიდ მეივეზერი ხაბიბ ნურმაგომედოვის შემოთავაზებას იღებს და ამბობს, რომ ამ ბრძოლით 150 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამომუშავება შეუძლია.

ამერიკელი მოკრივე რუსს საბრძოლველად ნევადაში ეპატიჟება.

"ჩვენ ვიბრძოლებთ. მან გამომიწვია. ასე რომ, ჩემს სამყაროში მოსვლა მოუწევს. მე ჩემი თავის ბოსი ვარ. ამიტომ მზად ვარ ბრძოლისთვის, მაგრამ არ ვიცი, ის რას გადაწყვეტს. ხაბიბთან ბრძოლით 150 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოვიმუშავებ, თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ", - განაცხადა ფლოიდ მეივეზერმა.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ვეტერანი ამერიკელი მოკრივე საბრძოლველად კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ გამოიწვია. 

კარიერის განმავლობაში ფლოიდ
მეივეზერმა 50 ბრძოლიდან 50-ივეში გაიმარჯვა.

altფლოიდ მეივეზერი: ხაბიბი არაპროფესიონალურად მოიქცა

altფლოიდ მეივეზერი ნოკაუტში გაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ყველაფერი საინტერესოა,მაგრამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლაზე კრინტს არ ძრავთ,სამბისტების მსოფლიოს ჩემპიონატზე,თანაც თბილისში,კრინტს არ სძრავთ,პოსტებსაც ხან უშვებთ, ხან ბლოკავთ.ძალიან არა ორგანიზებულები გახდით ამ ბოლო დროს.ადრე ღამით დაწერილ პოსტებს ჰკარგავდით,დღეს კი დღისით გამოგზავნილებიც დაკარგეთ.
სოსო
18:40 21-10-2018
0

სიახლეები პოპულარული