"რუსეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტს შევხვდი. ჩვენ მეივეზერთან ორთაბრძოლის შესახებ ვისაუბრეთ. გვინდა, რომ ბრძოლა მოსკოვში, "ლუჟნიკის" ლეგენდარულ მოედანზე გაიმართოს. ფედერაციაში დარწმუნებულები არიან, რომ 100 000 მაყურებელს შეკრებენ და ტრანსლაციის უფლების გაყიდვით მსოფლიო რეკორდს დაამყარებენ. და რაც ყველაზე მთავარია - მამაჩემი აქ იქნება, მოსკოვში ჩამოსვლას ვიზა არ სჭირდება. ფანებს კი მინდა ვკითხო: ჩემი გჯერათ თუ თქვენც გგონიათ, რომ კრივში ის მაჯობებს?" - დაწერა ხაბიბ ნურმაგომედოვმა
რუსმა მებრძოლმა ვეტერანი მოკრივე კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ გამოიწვია, მეივეზერმა კი მას საბრძოლველად ლას-ვეგასი შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ფლოიდ მეივეზერი ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევას.
დაწყევლილი დარტყმა მარჯვნიდან - მაკგრეგორმა ხაბიბთან ბრძოლა დეტალურად განიხილა