დაწყევლილი დარტყმა მარჯვნიდან - მაკგრეგორმა ხაბიბთან ბრძოლა დეტალურად განიხილა

AutoSharing Option
ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა განიხილა.

ამის შესახებ კონორმა "ინსტაგრამზე" დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბთან მეოთხე რაუნდში მარცხის შემდეგ კონორი ჩუმად იყო, მეორე დღეს კი რევანში მოითხოვა, მაგრამ კომენტარი ბრძოლაზე არ გაუკეთებია. ამის მერე კონორი აშშ-ის გარშემო საკუთარი ვისკის პოპულარიზაციისთვის მოგზაურობდა.

ორი კვირის შემდეგ კი უკვე კონორმა დეტალურად განიხილა ხაბიბთან ბრძოლა.

"ფიქრები ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ.

პირველი რაუნდი. სპორტული თვალსაზრისით, ეს რაუნდი მისი იყო. ის ტოპ-პოზიციაში იყო გალიასთან ახლოს, თუმცა პოზიცია უკეთესი არ გახდა, ის ზიანს ვერ მაყენებდა, მაგრამ
ზემოდან იყო.

საბრძოლო თვალსაზრისით, პირველი რაუნდი ჩემი იყო. რამდენიმე დარტყმა მიზანში მოხვდა. თავიდანვე მზად ვიყავი ბრძოლისთვის. მუხლი თავში, იდაყვი ყველა სცენარში. მეტოქე უბრალოდ ფეხებს მიჭერდა გალიასთან ახლოს მთელი რაუნდის განმავლობაში.

Sportall.Ge

მეორე რაუნდი. გალიაში ჩემგან გარბოდა. შემდეგ დაწყევლილი დარტყმით მარჯვნიდან მომახვედრა, რომელმაც რაუნდისა და ბრძოლის მსვლელობა შეცვალა. ეს კარგი დარტყმა იყო.

გაშვებული დარტყმის შემდეგ უკან დავიხიე, მაგრამ უმალვე ვცდილობდი დაბრუნებას, მაგრამ ისევ დამაგდო და გამთიშა. ეს სპორტია და მან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, რომელმაც დომინირება გამოიწვია. კარგი ნამუშევარია.

თუ ჩართული ვიქნები და დგომაში უფრო მეტ პატივისცემას დავუთმობ, მისი მარჯვენა ხელი არასდროს შემეხება. სულ სხვანაირად ვილაპარაკებთ.

Sportall.Ge

საერთოდ არ მიმიცია მნიშვნელობა მისი დგომისთვის მომზადების პერიოდში. საბრძოლო სპარინგებსაც არ ვმართავდი - მხოლოდ შემტევი "გრეპლერები" და მოჭიდავეები. ასეთი რამე არ განმეორდება. გარდა ამისა, ჩემს შემტევ "გრეპლინგის" ცოტა დროს ვუთმობდი - დაცვაზე ჩავიციკლე.

გაკვეთილია ჩემთვის.

მხოლოდ საკუთარ თავს მოუსმინეთ და თქვენი უნარების კრებულს. შენი სამყაროს ბატონი შენ ხარ. მე ჩემი სამყაროს ბატონი ვარ. ჩემი რჩევები უნდა მოვისმინო.

Sportall.Ge

მესამე რაუნდი. კარიერაში ყველაზე ცუდი რაუნდის შემდეგ დავბრუნდი და მოვიგე. კვლავ წინ მივდივარ. ვაიძულებ, უკან დაიხიოს და მზად ვარ, ვიჩხუბო.

მეოთხე რაუნდი. ჩემი აღდგენითი უნარი ისეთ დონეზე არაა, როგორზეც უნდა იყოს. ეს ჩემი შეცდომაა.

რამდენიმე გაცვლა მოვიგე მეოთხე რაუნდში. ის კვლავ მაგდებს და ცუდ პოზიციაში აღმოვჩნდი - რაუნდის ბოლომდე კიდევ სამი წუთი იყო. ვმუშაობ, რომ პოზიცია დავიბრუნო. ბოლოს და ბოლოს, გალიისკენ ზურგით აღმოვჩნდი ვერტიკალურ მდგომარეობაში.

აქ კრიტიკული შეცდომა დავუშვი, როცა გადამწყვეტ მომენტში ხელით დაჭერაზე უარი ვთქვი. მას ზურგი დავუტოვე და წავაგე - ყველაფერი სამართლიანადაა.

რა შეიძლება ვთქვა? შესანიშნავი ბრძოლაა, მომეწონა.

ჩემს თავში ბოლომდე თავდაჯერებული და აბსოლუტურად მომზადებული დავბრუნდები.

არაა პრობლემა, თუ მომენტალურ რევანშს არ მივიღებ - შევხვდები რიგში შემდეგს.

ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

მალე შევხვდებით, ჩემო საყვარელო ფანებო, მიყვარხართ ყველა!

Sportall.Ge

altხაბიბი VS კონორი - ბრძოლა ოქტაგონზე და მის მიღმა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

altხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა

altრას ამბობდა გაცხარებული ხაბიბი როცა ქამარი არ მისცეს...

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

altხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიუხედავად წაგებისა,და ხაბიბის პატივისცემისა,კონორი ლეგენდაა უკვე.პირველმა შეძლო ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრის მოპოვება ისტორიაში,რაც ძაან რთულია.და ისეთი გამძლე მებრძოლია დარტყმების მიმართ,ასეთი არ არავინ ყოფილა.თვით მეივეზერმაც კრივის ლეგენდამაც ვერ გათიშა.გასაკვირია! ერთადერთი რაც არ მომწონს, მებრძოლისთვის უღირსი ქცევებო აქვს! რაც შეეხება ჰაბიბის. ძაან მაგარი მებრძოლია,უძლიერესია საბრძოლო სამბოს ფლობს ძაან მაგრად და ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას. ისე საინტერესო იქნება რევანში.კონორი უფრო დაკვირვებულად იცხუბებს
კახა
14:41 24-10-2018
1
კონორი არის საშუალო დონის მებრძოლი. მაგ წონაში ტოპ 5 კი არაა.
ნურმაგომედოვი ბევრად დაბალანსებული და გამძლე მებრძოლია.
ახლოსაც კი არაა კლასით მაკგრეგორი. სრული დომინირება და დეკლასირება.
10 შეხვედრიდან ათივეს წააგებს კონორი. დგომშიც კი აჯობა სამბოისტმა ჰაბიბმა და რაზეა საერთოდ ლაპარაკი.
პირადად ჩემთვის კონორის ბრძოლა უკვე უინტერესოა.
ფერგიუსონი ნურმაგომედოვი ბევრად საინტერესოა
ზურა
22:58 23-10-2018
7

სიახლეები პოპულარული